სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
საგანი - ქართული
საგნები რომლებშიც ხდება თემათა ინტეგრაცია - ქართული, ბუნება
სწავლების საფეხური - დაწყებითი, კლასი III
მოსწავლეთა რაოდენობა - 8, სსსმ მოსწავლე - 0
მასწავლებელი - ნანი დიმიტრაძე
თემა: „რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე“- ემზარ კვიტაიშვილი
გაკვეთილის მიზანი:
ქართული - მოსწავლემ შეძლოს ლექსად
დაწერილი დამრიგებლობითი ხასიათის ტექსტის გაგება, მთავარი იდეის გამოყოფა, მიზეზშედეგობრივი კანონზომიერების აღქმა;
ლექსში მოცემული დედააზრის საკუთარ გამოცდილებაზე გადატანა და მსჯელობა;
ეკოლოგიურ თემასთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი წარწერის შედგენა
ბუნება -
მოსწავლემ შეძლოს საუბარი ტყის საფარის მნიშვნელობაზე, იმსჯელოს ადამიანის
ზემოქმედებით გამოწვეულ დადებით და უარყოფით მხარეებზე;
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართული: Ш.2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა, გაგება
და მათი შინაარსის გადმოცემა.
Ш.2.2. ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
Ш. 2.4. ყვება მოსმენილი
ტექსტის შინაარსს;
Ш.2.7. ავლებს პარალელს
მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის.
ბუნება: Ш.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა
Ш.11.4. განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
Ш.11.5. თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
№
აქტივობის აღწერა
მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
გამოწვევა
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
მასწავლებელი
აცნობს
გაკვეთილის თემას და მიზნებს,
რომ ისინი იმუშავებენ ლექსად დაწერილი დამრიგებლობითი ტექსტის გაგება
გააზრებაზე, მთავარი იდეის ამოცნობაზე და შეეცდებიან მის დაკავშირებას პირად
გამოცდილებასთან; შეადგენენ გამაფრთხილებელ წარწერას ბუნების დაცვასთან
დაკავშირებით; იმსჯელებენ ტყის საფარის მნიშვნელობაზე და ადამიანის ზემოქმედებით
გამოწვეულ დადებით და უარყოფით შედეგებზე.
ასევე მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს
შეფასების რუბრიკას. აქვე ახსენებს მოსწავლეებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
მინი ლექცია
მთელი კლასი
დაფა, გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა (წერილობით)
3წთ
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის
თემას, მიზანსა და შეეფასების რუბრიკას
2
მინიშნებებით სიტყვის გამოცნობა
დაფაზე წერია სიტყვა „ტყე“, რომელიც
დაფარულია თაბახის ფურცელით.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მინიშნებებს:
I მინიშნება - თბახის ფურცლის უკან იმალება სიტყვა,
რომელიც მრავალი ცოცხალი ორგანიზმის თავშესაფარია;
II მინიშნება - იქ სხვადასხვა სახეობის ხე იზრდება;
III მინიშნება - რა ჰქვია იმ ადგილსბევრი ხეა
თავმოყრილი, ხშირად სოკოსა და კენკრას
საკრეფად მივდივართ.
(მასწავლებელი პირველი მინიშნების
შემდეგ, თუ მოსწავლეები ვერ ამოიცნობენ სიტყვას გადადის შემდეგ მინიშნებაზე)
მთელი კლასი
ფორმატის ფურცელი წარწერით „ტყე“
2წთ
მოსწავლეები მოახდენენ ყურადღების
მობილიზებას, ინტერესის გაღვივებას
3
სქემა „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“
მასწავლებელს მომზადებული აქვს სქემა ფილფჩარტზე და მოსწავლეები
ერთობლივად ავსებენ სქემის პირველ და მეორე ნაწილს „ვიცი და მინდა ვიცოდე“,
იხსენებენ რა იციან ტყესთან დაკავშირებით და რისი გაგება სურთ. მესამე სვეტს მოსწავლეები მასწავლებელთან
ერთად ავსებენ გაკვეთილის ბოლო ნაწილში.
სქემაზე მუშაობა
მთელ კლასთან
3წთ
მოსწავლეები დააფიქსირებენ თავიანთ
ცოდნას აღნიშნულ საკითხთან (ტყე) დაკავშირებით, მასწავლებელი კი განსაზღვრავს
მათ ინტერესებს და მოლოდინიბს იმაზე თუ რისი გაგება სურთ მოსწავლეებს.
ცოდნის კონსტრუირება
4
ტექსტის „რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე“ გაცნობა.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ემზარ
კვიტაიშვილის ლექსის „რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე“- ს მიხედვით შექმნილ ელექტრონულ
წიგნს. შემდეგ ლექს უკითხავს სახელმძღვანელოში პაუზებით და აკეთებს
განმარტებებს, ხსნის უცხო სიტყვებს.
მინილექცია
კითხვა
მთელ კლასთან
ელექტრონული წიგნი
სახელმძღვანელო
კომპიუტერი
პროექტორი
6წთ
მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს,
დაამუშავებენ ლექსიკურად.
5
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეთა მიერ
ტექსტს გაგრძელებით კითხულობენ
მოსწავლეები
კითხვა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
6წთ
მოსწავლეები შეძლებენ კითხვის
უნარ-ჩვევების გააქტიურებას
6
მასწავლებელი ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს შეკითხვებს:
·
ვის
მიმართავს მოხუცი მეტყევე;
·
რატომ
უნდა მოვუაროთ ტყეს.
კითხვა-პასუხი
მთელ კლასი
3წთ
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის დედააზრის
ამოცნობას
7
საკუთარი გამოცდილების გააქტიურება
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
·
როგორ
უნდა მოვიქცეთ, როცა ტყეში ვიმყოფებით;
·
რა არ
შეიძლება?
·
რა
არუნდა დაგვავიწყდეს?
·
როგორ
უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს?
დისკუსია
მთელ კლასი
2წთ
მოსწავლეები შეძლებენ პირადი
გამოცდილების გააქტიურებას
8
კავშირის დანახვა გაკვეთილის თემასა და ბუნების გაკვეთილებზე
ნასწავლ მასალას შორის
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
გაიხსენონ თუ რა ისწავლეს ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზე ტყეზე, როგორც ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოზე; რა სარგებლობის მოტანა შუძლია ტყეს? მოსწავლეები
შეეცდებიან გაიხსენონ შესასწავლილი მასალა და შემდეგ მასწავლებელი უკითხავს
ნაწყვეტს ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოდან „საარსებო გარემო“
მსჯელობა
კითხვა
მთელი კლასი
ტექსტი ბუნების სახელმძღვანელოდან „საარსებო
გარემო“
3წთ
მოსწავლეები შეძლებენ პარალელის გავლებას
ახალ თემასა და ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას შორის.
9
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: როგორც ხედავთ დიდია ტყის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისათვის
და სთავაზობს გამართონ დისკუსია იმაზე თუ როგორ მოიქცნენ ადამიანები ზამთარში, როცა ცივა და სოფელში გასათბობად შეშა
სჭირდებათ? რა იცით ამის შესახებ?
მასწავლებელი აცდის მოსწავლეებს
გამოთქვან თავიანთი ვარაუდები ან გაიხსენონ რა ხდება ამ შემთხვევაში, როგორ
მოიპოვებენ ადამიანები შეშას და შემდეგ უკითხავს ნაწყვეტს მოთხრობიდან „ხერხი
სჯობია ღონესა“ (ლიტერატურის მოპოვების წყარო http://mastsavlebeli.ge/?p=13861)
მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს
სიტყვებზე „ჯანსაღი და სახვალიო ხეები“, „ტყეკაფიები“, „რეიჯერი“. რამოდენიმე
შეკითხვის დასმით გადაამოწმებს თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი ინფორმაცია.
(ტექსტს ფორმატის ფურცლებით დაურიგებს
მოსწავლეებსაც)
დისკუსია
კითხვა
კითხვა-პასუხი
მთელ კლასი
ლიტერატურული ტექსტი „ხერხი სჯობია
ღონესა“
5წთ
მოსწავლეები შეძლებენ გამოკვეთილ
პრობლემაზე დაკვირვებას თავიანთი მოსაზრებების გამოთქმას; მასწავლებლის მიერ
წაკითხული ლიტერატურული ტექსტის მიხედვით პრობლემის გადაჭრის გზების დანახვას.
შეჯამება/შეფასება
10
ჯგუფური სამუშაოს შესრულება
მასწავლებელი პირველ გუნდს აძლევს
დავალებას - ფილფჩარტზე დახატულია ხე ცარიელი ტოტებით მათ კი ფერადი
ქაღალდისაგან გამოჭრილ ფოთლებზე უნდა ჩამოწერონ გამაფრთხილებელი წესები ტყის
დაცვაზე; მეორე გუნდს კი მიეცემა რამოდენიმე სიტყვა: წყარო, ჰაერი, ნიადაგი,
ფესვები, მეწყერი, ცოცხალი ორგანიზმები და ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინონ
პატარა თხზულება სათაურით „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს.
პრაქტიკული მუშაობა
ჯგუფური
ფორმატის ფურცლები;
მარკერები
ფერადი ქაღალდისაგან გამოჭრილი ფოთლები
ფილფჩარტი
7წთ
მოსწავლეები შეძლებენ თემის დედაზრიდან
გამომდინარე გამაფრთხილებელი წარწერების გაკეთებას, შეძლებენ შემოქმედებითი
უნარ-ჩვევების გამოვლენას
11
გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს თოთომ თითო წინადადებით თქვას რა
ვისწავლეთ დღეს და რომელი აქტივობა იყო მისთვის მეტად საინტერესო და თან
შევავსოთ „ვიცი მინდა ვიცოდე, გავიგე“ სქემის მესამე სვეტი „რა გავიგე“
ზეპირმეტყველება
ინდივიდუალურად
3წთ
მოსწავლეები შეძლებენ ერთხელ კიდე
გაიხსენონ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია და ახალი ცნებებით შეავსონ სქემის
„ვიცი მინდა ვიცოდე, გავიგე“ მესამე სვეტი.
12
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ
შეფასებებს, უკონკრეტებს თუ რომელ აქტივობაში
ზეპირი განმავითარებელი კომენტარები
2წთ
მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს
დანართი 1.
საარსებო გარემო (ადაფტირებული): ყველა
ცოცხალ არსებას სჭირდება საკვები, წყალი, ჰაერი, თავშესაფარი, . ყველაფერ ამას ისინი
თავიანთი საარსებო გარემოდან იღებენ. საარსებო გარემო არის ადგილი, სადაც ორგანიზმი
ბინადრობს.
მაგალითად,
ტყე ერთ-ერთი საარსებო გარემოა, რომელშიც მრავალი
ორგანიზმი ბინადრობს. აქ სხვადასხვა ფრინველის გალობა ისმის; მაღალი ხეების ქვეშ ბუჩქები
და ბალახები იზრდება; მიწა ლამაზი ყვავილებითა და ხავსითაა დაფარული, ზოგან სოკოები
იზრდება. ირგლივ უამრავი მწერი დაფრინავს; ხის ტოტებზე ციყვები დახტიან. ტყეში შევხვდებით
ირემს, ზღარბს, დათვს, მელას და სხვა მრავალ ცხოველს.
დანართ
2.
„ხერხი სჯობია ღონესა“ - ნაწყვეტი (ლიტერატურის მოპოვების წყარო http://mastsavlebeli.ge/?p=13861)
ვაკო
შეფიქრიანებული ჩანდა.
– რა
იყო, ქალაქელო, ხომ არ გეძინებაო? – ჩაეკითხა პაპა.
–
პაპა, შეშისთვის ხეები უნდა მოვჭრათ?
–
აბა, გამზადებულ შეშას ვინ დაგვახვედრებს?
–
პაპა, მასწავლებელმა გვითხრა, ვინც ხეს მოჭრის, ბუნების მტერია და ჩვენი ბუნების
მტერი ჩვენი სამშობლოს მტერიც არისო…
–
მართალი უთქვამს შენს მასწავლებელს, მაგრამ, ეტყობა, იმის თქმა დაავიწყდა, რომ
ტყესაც სჭირდება გამოხშირვა და ხალხსაც სჭირდება შეშა. ჯანსაღი და
სახვალიო ხე არ უნდა მოჭრა, თორემ ავადმყოფი ხე დროზე უნდა მოაშორო
ტყეს, რომ სხვა ხეებიც არ დააავადოს. ამისთვის არიან ტყის მცველები. მათ კარგად
იციან თავიანთი ტყის ასავალ-დასავალი, იციან, სად რა სტკივა ტყეს და რა სჭირდება.
ათვალიერებენ, ნიშნავენ ტყეკაფებს, ნომრავენ ავადმყოფ
ხეებს. როცა ხალხს შეშა დასჭირდება, ამ მონიშნულ ადგილებზე გაუშვებენ.
–
მაშ, ტყის მცველმა იცის, რომ ხეები უნდა მოვჭრათ? – მოხალისდა ვაკო.
–
იცის, იცის, ოღონდაც მას ახლა ტყის მცველი კი არა, რეინჯერი
ჰქვია. – გაეპასუხა ბიძა. – ჩვენ სპეციალური ბილეთი ავიღეთ, სადაც მინიშნებულია,
სად და რამდენი ხე შეგვიძლია მოვჭრათ. ასეც მოვიქცევით, ამიტომ ჩვენ არც ბუნების
მტრები ვართ და არც ჩვენი სამშობლოსი.
ვაკო გამხიარულდა და ბაკოს გადაულაპარაკა,
ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, როცა სკოლაში ბუნების დაცვაზე გვექნება გაკვეთილი,
ყველაფერს მოვუყვებიო.
ბაკო
ერთ ვეებერთელა ხეს უტრიალებდა. ხეს დიდი ფუღურო გასჩენოდა და ნახევარი მხარეც
გახმობოდა. ეს მალე თავისით მოტყდებოდაო, დაასკვნა ბიჭმა.
ჭრაც ამ ხიდან დაიწყეს.
ჯანსაღი
და სახვალიო ხეები - ჯანმრთელი და ახალგაზრდა ხეები
ნიშნავენ ტყეკაფებს - ნიშნავენ ადგილებს სადაც ხის მოჭრა შეიძლება
რეინჯერი
- ტყის მცველი
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკა
კარგი
საშუალო
გასაუმჯობესებელი
დამრიგებლობითი ხასიათის
ტექსტის გაგება, გააზრება
ნათლად და მკაფიოდ გამოყოფს
ტექსტში მოცემულ იდეას; აღიქვამს მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებას ტექსტის იდეას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან
გამოყოფს ტექსტში მოცემულ
იდეას; ხშირად აღიქვამს მიზეზშედეგობრივ კავშირს ცდილობს იდეის დაკავშირებას პირად
გამოცდილებასთან.
ცდილობს ისაუბროს ტექსტში
მოცემულ იდეაზე; უჭირს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა; უმეტესად უჭირს იდეის
დაკავშირება პირად გამოცდილებასთან
კითხვებზე პასუხის გაცემა
შეძლო კითხვებზე ზუსტი
და კონკრეტული პასუხების გაცემა; წინადადებები არის ლექსიკურად გამართული.
პასუხობს კითხვებს, ცდილობს
პასუხი იყოს კონკრეტული; ხშირად წინადადებები არის ლექსიკურად გამართული.
უჭირს კითხვებზე პასუხის
გაცემა.
საკლასო აქტივობებში
ჩართულობა
აქტიურადაა ჩართული საკლასო
აქტივობებში, იჩენს ინტერესს გაკვეთილის მიმართ, მაღალია მოტივაცია.
ხშირადაა ჩართული საკლასო
აქტივობებში, უმეტესად ცდილობს ყურადღების მობილიზებას.
უმეტესად თავს იკავებს
საკლასო აქტივობებში ჩართვაზე.
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების დრო: 26. 04.
2018 წ.
საგანი: ქართული ენა და
ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი - ინტეგრირებული
საგნები, რომელთა
ინტეგრირებაც ხდება: ქართული, ხელოვნება
სწავლების საფეხური
/ კლასი: მესამე; დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა: 8; სსმ მოსწავლე:
0
მასწავლებელი: ნანი დიმიტრაძე
თემა: აკაკი წერეთლის ლექსი „გაზაფხული“
მიზანი:
o ლექსის ესთეტიკისა და მასში გადმოცემული განწყობილების დაფიქსირება;
o პეიზაჟის აღწერა
და ფერების გამოყოფა;
o წაკითხულის მიხედვით
ნახატის შექმნა.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი:
ქართული:
III. 7.1. გამოხატავს
წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
III. 7.5. წაკითხული
ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვებისმიერ შექმნილ
ილუსტრაციებს;
ხელოვნება:
III.1.1. გადმოსცემს განწყობილებებს მხატვრული ხერხების მეშვეობით (ხაზი, ფერი და ფორმა);
III1.2. იყენებს თბილ და ცივ ფერებს ნამუშევარში;
III.7.8. წარმოადგენს ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე.
გაკვეთილის აქტუალურობა: მოსწავლეები აღწერენ
გაზაფხულზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს; დაფიქრდებიან თუ რომელი ხელოვანი, მაგალითად მწერალი, მუსიკოსი, მხატვარი რა ხერხით
გადმოსცემს ბუნების მშვენიერებით აღძრულ ემოციებს; მოისმენენ ამ ლექსის მიხედვით შექმნილ
სიმღერას; თვითონაც შეეცდებიან ლექსის წაკითხვით
გამოწვეული ემოციები გადაიტანონ თავიანთ ნახატებში და შეძლებენ სხვადასხვა საგანში
მიღებული ცოდნის ინტეგრაციას.
№
აქტივობის აღწერა
მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მიღწეული შედეგი
1
ფაზა - A
საუბარი ელექტრონული პრეზენტაციის თანხლებით
მთელ
კლასთან
კომპიუტერი,
პროექტორი, შეფასების რუბრიკა (დანართი 3.)
3
წთ.
მოსწავლეები
გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას, გაუჩნდებათ მოლოდინი საინტერესო
გაკვეთილისა გაიხსენებენ გაკვეთილზე ქცევის წესებს.
ორგანიზაციული
საკითხების მოგვარება:
მასწავლებელი
მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიას, მოკლედ აღწერს
თუ რითი იქნება გაკვეთილი საინტერესო და
აქტუალური, შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
2
გონებრივი
იერიში - წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი გამოიყენებს გონებრივი
იერიშის მეთოდს. მოსწავლეები დაასახელებენ იმას თუ რა იციან გაზაფხულთან დაკავშირებით.
მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ დასახელებულ სიტყვებსა თუ ფრაზებს ჩამოწერს დაფაზე.
გონებრივი
იერიში
მთელ
კლასთან
დაფა
ცარცი
2
წთ
ამ
აქტივობის შედეგად მოსწავლეები გამოამჟღავნებენ იმ წინარე ცოდნას, რაც გაზაფხულთან
დაკავშირებით გააჩნიათ.
3
„სიტყვის
გამომძიებელი“ - სანამ მასწავლებელი ასახსნელ ლექსს გააცნობს მოსწავლეებს, მანამ
ამუშავებს სქემაზე „სიტყვის გამომძიებელი“ მოსწავლეები ლექსიდან მასწავლებლის მიერ ამოკრებილ რამდენიმე
სიტყვას, რომლებიც სავარაუდოდ უცნობი იქნება მათთვის მიუწერენ სავარაუდო განმარტებებს.
მუშაობის დასრულების შემდეგ წყვილები წაიკითხავენ ნამუშევრებს, ბოლოს კი მასწავლებელი
ელ.პრეზენტაციის გამოყენებით მიაწვდის შესაბამის განმარტებებს.
სქემაზე
მუშაობა
წყვილებში
კოპიუტერი
სქემა
„სიტყვის გამომძიებელი“დანართი 1.
სამუშაო
ბარათები - „სიტყვის გამომძიებელი“
4
წთ.
მოსწავლეები
გაიგებენ უცხო სიტყვების მნიშვნელობებს და
მოემზადებიან ახალი ტექსტის გასაცნობად.
4
ფაზა - B
ტექსტის
წაკითხვა
ვერბალური
და ვიზუალური ახსნის მეთოდის გამოყენებით.
მთელ
კლასთან
კომპიუტერი,
პროექტორი, ელექტრონული წიგნი.
4წთ.
მოსწავლეები
გაეცნობიან ახალ მასალას.
მასწავლებელი
ელექრონული წიგნის გამოყენებით გააცნობს მოსწავლეებს ახალ მასალას, აკაკი წერეთლის
ლექსს „გაზაფხული“. დროდადრო აძლევს განმარტებებს.
5
ტექსტის
წაკითხვა მოსწავლეების მიერ. ლექსს წაიკითხავენ გაგრძელებით, ერთი აგრძელებს მეორის
მიერ დაწყებულ კითხვას.
კითხვა
(გაგრძელებით)
ინდივიდუალურად
სახელმძღვანელო
5წთ.
გაივარჯიშებენ
ტექსტის კითხვაში და უფრო დაამახსოვრდებათ ტექსტი.
6
კითხვა-
პასუხი- ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს კითხვებს:
- რა
გვაგრძნობინებს გაზაფხულის მშვენიერებას?
- რას ადარებს მწერალი მწვანე
ბალახს?
- რას
ახსენებს მწერალს წყაროს ჩუხჩუხი?
·
ბუნებასთან ერთად ვინ ხარობს გაზაფხულის მშვენიერებით
კითხვა-პასუხი
მთელ
კლასთან
3
წთ.
მოსწავლეები
უკეთ გაიაზრებენ ტექსტს და მასში გადმოცემულ განწყობილებას.
7
მასწავლებელი
მოსწავლეებს წყვილებში მისცემს დავალებას: მოძებნონ ტექსტში როგორია ია? ვარდი? ბალახი?
წყარო?
მოსწავლეებს
შეახსენებს რომ დაცული უნდა იყოს დროის რეგლამენტი - 1 წუთი ბარატებზე მუშაობა,
1 წუთიც შემოწმება.
ბარათებზე
მუშაობა
წყვილებში
სამუშაო
ბარათები, დანართი 2.
2
წთ
მოსწავლეები
დასახელებულ სიტყვებს ტექსტში მოუძებნიან ზედსართავ სახელებს.
8
კავშირი
ხელოვნებასთან - განცდებისა და ემოციების გადმოცემის სხვა ხერხებისა და საშუალებების
გასააზრებლად მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს მიზანმიმართულ კითხვებს:
• რისი სურათი აგვიღწერა
მწერალმა ლექსის საშუალებით?
• რა ჰქვია ბუნების
სურათის აღწერას?
• კიდევ რა საშუალებით
შეიძლება გადმოგვცეს ადამიანმა პეიზაჟი? მწერალმა თავისი განცდები, ბუნების სილამაზე
გადმოგვცა სიტყვით, კიდევ როგორ შეიძლება
ადამიანმა აგვიღწეროს პეიზაჟი, განცდები და ა.შ.?
შემდეგ
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, რომ მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები ესენი ხელოვანი
ადამიანები არიან. ისინი სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ თავიანთ სათქმელს, განცდებს.
მაგალითად მწერალი ლექსითა ან თხზულებით, მხატვარი ნახატით,ფერებით, მუსიკოსი კი
მუსიკის საშუალებით.
კითხვა-პასუხი
საუბარი
მთელ
კლასთან
თითოეულ
აქტივობას თან ახლავს ელექტრონული პრეენტაცია
3წთ.
მოსწავლეები
გაიაზრებენ რომ ადამიანმა შეიძლება თავისი შთაბეჭდილებები გადმოგვცეს, როგორც სიტყვით,
ასევე ნახატით და მუსიკით.
9
ფაზა - C
მუსიკის
მოსმენა
მთელი
კლასი
კომპიუტერი
ვიდეოჩანაწერი
2წთ
მოსწავლეებს
შეექმნებათ დადებითი განწყობილება.
მოსწავლეები
მოიმენენ აკაკი წერეთლის ლექსის „გაზაფხული“ -ს მიხედვით შექმნილ სიმღერას. მღერის
ანსამბლი „რუსთავი“
10
მასწავლებელი
ეკითხება კლასს:
·
რომელია გაზაფხულის ფერები?
·
ფერთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება გაზაფხულის ფერები?
შემდეგ ლექსს ჰყოფს სტროფებად და წყვილებს სთხოვს
რომ სტროფების მიხედვით შექმნან ილუსტრაცია.
პრაქტიკული
მუშაობა
წყვილებში
თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, წინასწარ გამზადებული ჩარჩოები ნახატებისთვის.
10წთ-მუშაობა
3წთ
- პრეზენტაცია
მოსწავლეები
შექმნიან ნამუშევრებ და გააკეთებენ პრეზენტაციას.
11
გაკვეთილის
ბოლოს შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ
კომენტარებს.
საუბარი
შეფასების
რუბრიკა
4
წთ.
მოსწავლეები
მასწავლებლისგან მიიღებენ ეფექტურ უკუკავშირს.
მოსწავლემ შეძლო:
აფიქსირებს ლექსში გადმოცემულ განწყობილებას;
შეძლო პეიზაჟის აღწერა და ფერების დასახელება; წაკითხულის მიხედვით შექმნა ნახატი.
დანართი 1. სიტყვის გამომძიებელი:
სიტყვა ან
ფრაზა
ჩემი
ვარაუდი
რას მეუბნება ლექსიკონი
კოკობი ვარდი
ეშხით
ხავერდი
ფიანდაზი
ძუძუმწოვრები
დანართი 2. მოძებნეთ ტექსტში და დაწერეთ: როგორია ია, ვარდი, ბალახი, წყარო?
-------------------- ვარდი;
-------------------- ბალახი;
-------------------- წყარო
დანართი
3. მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
საჭიროებს
გაუმჯობესებას
ლექსში გადმოცემულ
განწყობილების დაფიქსირება.
საუბრობს
ლექსში მოცემულ განწყობილებაზე და მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები.
ასახელებს
ლექსში ასახულ განწყობილებას, მაგრამ მეტწილად უძნელდება შესაბამისი არგუმენტების
მოყვანა.
უძნელდება
ლექსში გადმოცემულ განწყობილებაზე საუბარი.
საგაკვეთილო
აქტივობებში ჩართულობა.
სისტემატიურად
ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
მეტნაკლებად
ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
არ
ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
ლიტერატურული
ნაწარმოების ან მისი რომელიმე ეპიზოდის მიხედვით ნახატის შექმნა.
ნახატი
ასახავს ლიტერატურული ნაწარმოების ან მისი რომელიმე ეპიზოდის შინაარსს.
ნახატი
მეტნაკლებად ასახავს ლიტერატურული ნაწარმოების ან მისი რომელიმე ეპიზოდის შინაარსს.
ნახატი ბუნდოვანია, არ ჩანს ლიტერატურული ნაწარმოების
ან მისი რომელიმე ეპიზოდის შინაარსი.
გარედაკვირვებაზე გამოყენებული საგაკვეთილო გეგმები
გაკვეთილის
გეგმის ფორმა
N 1
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი
დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000...საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა[1] : 8
გაკვეთილის თემა : „უკან მიდევნებული ლამპარი“ - სულხან-საბა
ორბელიანის მიხედვით
გაკვეთილის
მიზანი :
ü ტექსტის გააზრება და ნაწარმოებში მოცემული დედააზრის
ამოცნობა;
ü მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე;
ü ტექსტიდან არსებითი სახელებისა
და ზმნების ამოკრება და მათი გამოყენებით წინადადებების შედგენა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული
წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის
მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო
მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო
წლის მოცემულ პერიოდთან და ა.შ) გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობს
ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის
მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
თემა შეესაბამება IV კლასის ქართული
ენის თემატურ-კალენდარულ გეგმას.
N
აქტივობის მიზანი
და აღწერა
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
საუბარი
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე
ჩამოწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. ასევე
მასწავლებელი გამოიყენებს კომპიუტერსა და პროექტორს. აღნიშნული რესურსი ხელს
შეუწყობს, გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
მთელ გაკვეთილს თან მიჰყვება
გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.
3 წთ.
2
„როგორი ჟანრის ნაწარმოებია „იგავ-არაკი“?
მასწავლებელი გონებრივი იერიშის
მეთოდის გამოყენებით არკვევს თუ რა იციან მოსწავლეებმა იგავ-არაკის, როგორც ლიტერატურული
ჟანრის შესახებ. მოსწავლეთა პასუხებს წერს დაფაზე.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა, ცარცი.
მასწავლებელი დაადგენს თუ რა
წინარე ცოდნა აქვთ მოსწავლეებს იგავ-არაკთან, როგორც ლიტერატურულ ჟანრთან დაკავშირებით.
2 წთ.
3
მოკლე მიმოხილვითი ინფორმაცია სულხან-საბა ორბელიანის
იგავ-არაკების კრებულის „სიბრძნე სიცრუისას“ შესახებ.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სულხან-საბა
ორბელიანის იგავ-არაკების კრებულს (ელექტრონული). მოკლედ მოუთხრობს თუ რატომ ეწოდება
კრებულს „სიბრძნე სიცრუისა“, რას ნიშნავს სიტყვა იგავი და რას ნიშნავს არაკი. უხსნის
აგრეთვე თუ რა არის იგავის მთავარი დანიშნულება.
მინი ლექცია
მთელ კლასთან
წიგნის ელექტრონული სურათი
და ასევე წიგნი სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკებისა.
წიგნის ჩვნება მოსწავლეებში აღძრავს ინტერესსა
და მოტივაციას, აგრეთვე შეექმნებათ საფუძველი ასახსნელ ტექსტში მოცემული შეგონების
ამოცნობისათვის, ასევე გაუჩნდებათ ინტერესი იმისა, რომ სამომავლოდ წაიკითხონ სულხან-საბას იგავარაკები.
2 წთ.
4
„სიტყვის გამომძიებელი“
მასწავლებელი წყვილებს ურიგებს
ცხრილს სადაც მოცემულია ასახსნელი ტექსტიდან სავარაუდოდ უცნობი სიტყვები და მათ უნდა
მიუწერონ ამ სიტყვების სავარაუდო განმარტებები. სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსწავლეები
წაიკითხავენ თავიანთ ვარაუდებს, ხოლო შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს და კედელზე გამოაკრავს
ფილფჩარტზე ჩამოწერილ ამ სიტყვათა განმარტებებს.
(ეს სიტყვებია: მოწყალე, გადაულოცა,
განაგებდა, ჩვევა, სიკეთის ქმნა)
ცხრილზე მუშაობა
წყვილებში
ცხრილი „სიტყვის გამომძიებელი“.
უცხო სიტყვების განმარტება
დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში.
3 წთ.
5
მინიშნებებით დაფარული ილუსტრაციების
ამოცნობა.
მასწავლებელს დაფაზე შებრუნებული
ფორმით გამზადებული აქვს ილუსტრაციები (მოხუცი მეფე, უფლისწული, გვირგვინი) მოსწავლეებს
აძლევს მინიშნებებს და ისინი მინიშნებების საფუძველზე ამოიცნობენ ილუსტრაციებს
მთელ კლასთან
სურათები: მოხუცი მეფე, უფლისწული,
მეფის გვირგვინი. ილუსტრაციების გამოყენება მოსწავლეებში შემოიტანს ხალისიან განწყობილებას
და აქვე გაჟღერდება იგავ-არაკის მთავარი პერსონაჟები - მეფე და მისი შვილი.
2 წთ.
6
იგავ-არაკის „უკან მიდევნებული ლამპარი“ გაცნობა.
მასწავლებელი ელექტრონული წიგნის
გამოყენებით აცნობს მოსწავლეებს ტექსტს და დროდადრო აძლევს განმარტებებს.
ტექსტის წაკითხვა;
ვერბალური ახსნა;
ვიზუალური ეფექტის გამოყენება.
მთელი კლასი
საპრეზენტაციო ფაილში შექმნილი
ელექტრონული წიგნი.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის
დიდი მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინოების გამოყენებას, საგნებისა და მოვლენების ვიზუალურ
აღქმას, რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიაზრონ მოსმენილი ტექსტი.
5 წთ.
7
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეთა მიერ.
მასწავლებელი გაგრძელების მეთოდის
გამოყენებით წააკითხებს მოსწავლეებს ტექსტს.
კითხვა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
7 წთ.
8
წაკითხული ტექსტის ირგვლივ
კითხვების დასმა.
მასწავლებელი კითხვების საშუალებით
არკვევს თუ რამდენად გაიაზრეს მოსწავლეებმა ტექსტი და რამდენად ჩასწვდნენ იგავის
დედააზრს.
კითხვები:
·
როგორ ახასიათებს ავტორი მოხუც მეფეს?
·
რა დაუბარა მოხუცმა მეფემ შვილს?
·
რა უცნაური ჩვევა ჰქონდა ახალგაზრდა მეფეს?
·
რომელ წინადადებაშია მოცემული იგავის მთავარი აზრი?
·
იგავის მიხედვით რისი კეთება არ უნდა დააგვიანოს ადამიანმა?
·
ეთანხმებით თუ არა ახალგაზრდა მეფეს? რატომ?
კითხვა-პასუხი
მსჯელობა
მთელი კლასი
5 წთ.
9
ტექსტიდან არსებითი სახელებისა
და ზმნების ამოწერა.
მასწავლებელი ჯგუფებს მიცემს
დავალებებს: პირველი ჯგუფი ამოიწერს იგავიდან ხუთ არსებით სახელს, ხოლო მეორე ჯგუფი
ხუთ ზმნას. დავალების შესრულების შემდეგ წაიკითხავენ ამოწერილ სიტყვებს.
სიტყვების ამოკრება
ჯგუფური მუშაობა
თაბახის ფურცლები,
კალამი
5 წთ
10
ტექსტიდან ამოწერილი არსებითი სახელებითა და ზმნებით
წინადადებების შედგენა.
ჯგუფები გაცვლიან წინა აქტივობაზე შესრულებულ დავალებებს
და ტექსტიდან ამოკრებილ თითოეულ სიტყვაზე
შეადგენენ თითო წინადადებას. (თითოეული ჯგუფი ადგენს ხუთ წინადადებას) შესრულებულ
დავალებას მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ.
წინადადების შედგენა
ჯგუფური მუშაობა
თაბახის ფურცლები,
კალამი
7 წთ
11
გაკვეთილის შეჯამება/ შეფასება.
აქტივობის მიზანია მასწავლებელმა
მოსწავლეებთან ერთად კითხვა პასუხის რეჯიმში მოკლედ შეაჯამოს გაკვეთილი. მოსწავლეებს
მისცეს უკუკავშირი განმავითარებელი კომენტარების გამოყენებით.
კითხვა-პასუხი;
საუბარი;
უკუკავშირი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა.
უკუკავშირს მასწავლებელი მოსწავლეებს
მისცემს შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.
3 წთ.
12
საშინაო დავალების მიცემა.
მასწავლებელი დაყოფს ტექსტს
ეპიზოდების მიხედვით და დავალებად მიცემს მოსწავლეებს შექმნან ეპიზოდის შინაარსის
მიხედვით ნახატი და დაასათაურონ.
ნახატის შექმნა
ინდივიდუალურად
მოსწავლეები გამოიყენებენ ფორმატის
ფურცლებს, უბრალო და ფერად ფანქრებს. აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი
უნარჩვევების განვითარებაში. შექმნილ რესურს გამოიყენებენ მომდევნო გაკვეთილზე ტექსტის
თხრობისას.
1წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
Ø მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში
ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს: პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის,
მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
მოსწავლე:Ø ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად
ღირებულ ადგილებს;
Ø მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების
შესახებ გამართულ დისკუსიაში.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირებაØ ამოიცნობს ნაწარმოების თემას,
დედააზრს (მთავარ იდეას).
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური
კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა
და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.Ø სათანადოდ იყენებს ნაცნობი გრამატიკული
ფორმების მართლწერის წესებს წინადადების/ფრაზის აგებისას;
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს გააზრებული აქვს ტექსტის შინაარსი., აფიქსირებს
იგავ-არაკის დედააზრს (შეგონებას), მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე.
მოცემული სიტყვებით ადგენს წინადადებებს. კითხვა-პასუხის რეჟიმში მასწავლებელთან ერთად
აჯამებს გაკვეთილს.შეფასება : მოსწავლეები შეფასდებიან
განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
გასაუმჯობესებელია
საშუალო
კარგი
ტექსტის შინაარსისა
და მთავარი იდეის გააზრება.
ასახელებს
ტექსტის თემას, უძნელდება იგავში მოცემული შეგონების ამოცნობა, უძნელდება
ტექსტის დედააზრის ჩამოყალიბება.
ასახელებს
ტექსტის თემას, ამოიკითხავს ტექსტში მოცემულ შეგონებას, უმეტესად ამოიკითხავს ტექსტის
ცალკეულ ნაწილებში მოცემულ ინფორმაციას. მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით მეტნაკლებად
აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
ამოიცნობს
და ასახელებს ტექსტის თემას, ასახელებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებში მოცემულ ინფორმაციას;
გამოყოფს და ამოიკითხავს იგავში მოცემულ შეგონებას, ნათლად აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
კითხვებზე პასუხის გაცემა, საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება.
უძნელდება
ტექსტის ორგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხი, პასუხის გაცემისას ხშირად შემოიფარგლება
ერთ-ორი სიტყვით. თავს იკავებს / ან უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
დასმულ
კითხვებზე პასუხი ხშირად სწოორია, პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მეტნაკლებად
მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
ნათლად
და კონკრეტულად პასუხობს დასმულ კითხვებს. პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მოჰყავს
შესაბამისი მაგალითები.
ჯგუფში თანამშრომლობა
თავს
იკავებს ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობისაგან. შემოიფარგლება მხოლოდ მოსმენით.
ხშირად
ერთვება მუშაობის პროცესში, ისმენს სხვის მოსაზრებას, უმეტესად შეაქვს წვლილი სამუშაოს
შესრულებაში.
აქტიურად
არის ჩართული ჯგუფურ სამუშაოში, ისმენს და იზიარებს სხვის მოსაზრებას, შეაქვს საკუთარი
წვლილი სამუშაოს შესრულებაში.
ხელმოწერა :
თარიღი : 27.03.2019 წ.
[1] მასწავლებელმა უნდა მიუთითოს , თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე და მოახდინოს შესაბამისი
აქტივობის მოდიფიცირება.
გაკვეთილის
გეგმის ფორმა
N 2
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი
დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, კლასი - IV
მოსწავლეთა რაოდენობა[1] : 8
გაკვეთილის თემა : „უკან მიდევნებული
ლამპარი“ - სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
გაკვეთილის მიზანი :
ü ილუსტრაციის გამოყენებითა და
საკუთარი სიტყვებით იგავის შინაარსის გადმოცემა.
ü იგავის მთავარი სათქმელის გააზრება.
ü ტექსტში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით
ლოგიკური დასკვნების გამოტანა და წინადადებების დასრულება.
ü ტექსტიდან ამოწერილი ზედსართავი სახელებისათვის საპირისპირო მნიშვნელობის
მქონე სიტყვების შერჩევა, წინადადებების შედგენა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:
გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობს ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები
გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ
- ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა
და ინდიკატორებს.
თემა
შეესაბამება IV კლასის ქართული ენის თემატურ-კალენდარულ
გეგმას.
N
აქტივობის მიზანი
და აღწერა
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
საუბარი
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე
ჩამოწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. აღნიშნული რესურსი ხელს შეუწყობს, გაკვეთილის
ორგანიზებულად ჩატარებას.
მასწავლებელი ასევე გამოიყენებს
კომპიუტერს და პროექტორს. მთელ გაკვეთილს თან გაჰყვება გაკვეთილის გეგმის ელექტრონული
პრეზენტაცია.
3 წთ
2
„ჩემი მეგობრის ერთი დადებითი
თვისება“
მოტივაციის ამაღლებისა და დადებითი
განწყობის შექმნის მიზნით მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ და დაასახელონ
ერთერთი თანაკლასელის ერთი დადებითი თვისება.
გამოკითხვა
მთელი კლასი
2 წთ
3
იგავ-არაკის „უკან მიდევნებუი
ლამპარი“ წაკითხვა.
მასწავლებელი გაგრძელებითი
კითხვის მეთოდით სახელმძღვანელოში წააკითხებს
მოსწავლეებს ტექსტს.
ტექსტის გაგრძელებით კითხვა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში ტექსტის წაკითხვა
დაეხმარება მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე ახსნილი ტექსტის გახსენებაში.
4 წთ
4
კითხვებზე პასუხის გაცემით
ტექსტის შინაარსის და იდეის ცოდნის შემოწმება.
მასწავლებელი კლასს დაუსვამს
კითხვებს და ამოწმებს რამდენად გააზრებული აქვთ მოსწავლეებს იგავის შინაარსი და დედააზრი.
კითხვები:
·
რატომ გაამეფა ხელმწიფემ შვილი თავის სიცოცხლეშივე?
·
რა დაუბარა მოხუცმა მეფემ შვილს?
·
როგორ განაგებდა ახალგაზრდა მეფე ქვეყანას?
·
რა უცნაური თვისება ჰქონდა ახალგაზრდა მეფეს?
·
თავისი საქციელით მამისთვის რისი თქმა უნდოდა ახალგაზრდა მეფეს?
მოძებნეთ ტექსტში, რომელ წინადადებაშია გადმოცემული
იგავის მთავარი სათქმელი?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
წინასწარ მომზადებული კითხვები,
რათა გაარკვიოს მასწავლებელმა რამდენად გააზრებული აქვთ მოსწავლეებს იგავის შინაარსი
და მთავარი სათქმელი.
6 წთ
5
ტექსტის თხრობა მოსწავლეების მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით.
მასწავლებელი გამოიკითხავს
საშინაო დავალებას სადაც მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ნახატი იგავის ეპიზოდების მიხედვით.
მოსწავლეები ინდივიდუალურად წარადგენენ დავალებას და მოყვებიან ნახატის შესაბამის
ეპიზოდს. თხრობისას დაიცავენ შინაარსის თანმიმდევრობას. შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან
გაამთლიანონ ეპიზოდები და მოყვებიან იგავის შინაარს სრულად.
თხრობა,
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
იგავის ეპიზოდების მიხედვით
შექმნილი ილუსტრაციები.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი
დაეხმარება მათ ტექსტის თხრობაში და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, ტექსტის შინაარსის ვიზუალურად წარმოდგენაში.
10 წთ
6
მსჯელობა - საკუთარი აზრის
დაფიქსირება.
მასწავლებელი მინი დისკუსიისათვის
დასვამ შეკითხვას და მოსწავლეებს სთხოვს დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება შემდეგ
საკითხებზე:
1)
თქვენი აზრით რას უფრო მეტი ძალა აქვს: საკუთარი საქციელით
აგრძნობინო ადამიანს, თუ რა შეცდომას უშვებს,
თუ პირდაპირ უთხრა როგორ გამოასწოროს შეცდომა?
2)
უკან მიდევნებული ლამპარი, რომელიც თავის საქმეს ვერ ასრულებს იგივეა
რაც ფუჭი, უაზრო, უშედეგო საქმე. მაშინ წინ
წამძღვარებული ლამპარი რისი სიმბოლო იქნება?
(საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი
მიმანიშნებელი კითხვებით დაეხმარება მოსწავლეებს დააფიქსირონ თავიანთი აზრი აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით)
მინი დისკუსია
მთელი კლასი
წინასწარ მომზადებული კითხვები
დისკუსიისათვის
5 წთ
7
წინადადებების დასრულება და
ახალგაზრდა მეფის ხასიათის თვისებების ახსნა.
მასწავლებელი მოსწავლეებს წყვილებში
აძლევს დავალებას დაასრულონ წინადადებები:
ა) ახალგაზრდა მეფე მორიდებულია,
რადგან .... .
ბ) ახალგაზრდა მეფე გონიერია,
რადგან ....
გ) ახალგაზრდა მეფე კეთილი
და კაცთმოყვარეა, რადგან ....
სიტყვანაკლული წინადადებების
დასრულება
წყვილებში
ფორმატის ფურცელზე წინასწარ
მომზადებული დაუსრულებელი წინადადებები.
5 წთ
8
ზედსართავი სახელებისთვის საპირისპირო
მნიშვნელობის მქონე სიტყვების შერჩევა და ზედსართავი სახელის გამოყენებით წინადადების
შედგენა.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
მოცემული ზედსართავი სახელების გამოყენებით
იმუშაონ „სიტყვის პირამიდაზე“ (ზედსართავი სახელები: სამართლიანი, მოწყალე, მდიდარი,
კეთილი, მოხუცი, გონიერი.)
მაორგანიზებელ სქემაზე მუშაობა
ჯგუფური
ფილფჩარტი, რომელზეც დატანებული
მაორგანიზებელი სქემები - „სიტყვის პირამიდა,“ მარკერი.
აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
7 წთ
9
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება.
მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამებისას
გამოიყენებს არჩევით პასუხიან ტესტს, ელექტრონული სლაიდებით. მოსწავლეები ზეპირი გზით დაასახელებენ შესარჩევ
სიტყვას. მათთან ერთად მოკლედ შეაფასებს გაკვეთილს და მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ
კომენტარებს.
კითხვა-პასუხი;
კითხვებისთვის სწორი პასუხის
შერჩევა
მთელი კლასი
ელექტრონული სლაიდები, სადაც
მოცემულია არჩევით პასუხიანი დავალებები.
მასწავლებელი მოსწავლეებს უკუკავშირს
მისცემს შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.
3 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
Ø ამოიცნობს ნაწარმოების თემას,
დედააზრს (მთავარ იდეას).
Ø საკუთარი სიტყვებით გადმოცემს
ტექსტის მოკლე შინაარსს,
Ø გამოყოფს ტექსტის მთავარ საკითხებს,
ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს,
მიზნებს;
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
Ø დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში
სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების
აღსაწერად.
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის
შესაბამისად გამოყენება.
Ø იყენებს მოდელს, საყრდენებს,
მითითებებს; საჭიროებისამებრ, იყენებს მარტივ გრაფიკულ მაორგანიზებლებს;
გაკვეთილისბოლოს მოსწავლე ილუსტრაციებზე
დაყრდნობითა და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, გააზრებული აქვს იგავის
მთავარი სათქმელი. ფაქტებზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნები, ასრულებს დაწყებულ წინადადებას და ხსნის პერსონაჟის
ხასიათის თვისებებს. ასახელებს მოცემული სიტყვების საპირისპირო მნიშვნელობის მქონე
სიტყვებს და ადგენს წინადადებებს.
შეფასება : მოსწავლეები შფასდებიან განმავითარებელი შფასებით
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
გასაუმჯობესებელი
საშუალო
კარგი
ტექსტის გაგება-გააზრება.
უძნელდება
საკუთარი სიტყვებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა. ვერ სწვდება ტექსტის დედააზრს.
საკუთარი
სიტყვებით დამაკმაყოფილებლად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, მეტნაკლებად იაზრებს ტექსტის
ცალკეულ მონაკვეთში არსებულ ინფორმაციას. მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით საუბრობს
ტექსტის დედააზრზე.
საკუთარი
სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს. გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის
არსებულ ინფორმაციას. სწვდება ტექსტის დედააზრს.
გაკვეთილში ჩართულობა
იშვიათად
მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში, უძნელდება დასმულ კითხვებზე გააზრებული პასუხის
გაცემა. უმეტესად სხვებზე მოსმენით შემოიფარგლება
ხშირად
მონაწილეობს და წარმართავს საკლასო მსჯელობას. დასმულ კითხვებზე პასუხი მეტნაკლებად
გააზრებულია. უსმენს სხვებს და ამჟღავნებს სხვისი აზრის პატივისცემას.
ყოველთვის
მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას, დასმულ კითხვაზე სცემს
გააზრებულ პასუხს. უსმენს სხვებს და ამჟღავნებს
სხვისი აზრის პატივისცემას.
გრამატიკული უნარ-ჩვევები
უძნელდება
მოცემული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვის დასახელება. დასახელებული
სტყვების გამოყენებით, ხშირად ადგენს წინადადებას.
უმეტეს
შემთხვევაში ასახელებს მოცემული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვას.
მოცემული სიტყვების გამოყენებით ადგენს მარტივ წინადადებას.
ასახელებს
მოცემული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვას. მოცემული სიტყვების გამოყენებით
ადგენს ლექსიკურად გამართულ წინადადებას.
ხელმოწერა :
თარიღი : 28.03.2019 წ
გაკვეთილის
გეგმის ფორმა
N 3
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, IV კლასი
გაკვეთილის თემა : „ენით დაკოდილი“ - სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლემ შეძლოს:
Ø ტექსტის მოსმენა, გაწაფულად წაკითხვა,
შინაარსის გაგება-გააზრება;
Ø ტექსტის ძირითადი თემის და იდეის გააზრება;
Ø წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება;
Ø სინონიმური წყვილების დაჯგუფება.

გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული
წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის
მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო
მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო
წლის მოცემულ პერიოდთან და ა.შ)
გაკვეთილის
მიზნები გამომდინარეობს ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის
მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
თემა
შეესაბამება IV კლასის ქართული ენის თემატურ-კალენდარულ
გეგმას.
N
აქტივობის მიზანი
და აღწერა
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
საუბარი
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე
ჩამოწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. ასევე
მასწავლებელი გამოიყენებს კომპიუტერსა და პროექტორს. აღნიშნული რესურსი ხელს
შეუწყობს, გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
მთელ გაკვეთილს თან მიჰყვება
გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.
3 წთ
2
წინარე ცოდნის გააქტიურება.
გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ზეპირი
გზით მასწავლებელი გამოიკვლევს წინარე ცოდნას, დაადგენს თუ რამდენად გააზრებული აქვთ
მოსწავლეებს იგავის დანიშნულება და რამდენად ახსოვთ წინა გაკვეთილებზე მოსმენილი
ინფორმაცია და შეგონება.
·
რა უწოდა სულხან-საბა ორბელიანმა თავისი იგავ-არაკების კრებულს?
·
რატომ უწოდა „სიბრძნე სიცრუისა“?
·
სულხან-საბა ორბელიანის რომელი იგავ-არაკი შევისწავლეთ წინა გაკვეთილებზე?
·
გაიხსენეთ შეგონება, რომელიც ახალგაზრდა მეფემ თავის მამას უთხრა?
(შეგონებას მოსწავლეები გამოაკრავენ
დაფაზე)
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
5 წთ
3
სიტყვის „დაკოდილი“ განმარტება.
ახალი ტექსტის სათაურის გააზრება.
მასწავლებელი
გამოიყენებს მაორგანიზებელ სქემას „სიტყვის პირამიდა“ მოსწავლეებთან ერთად განმარტავს
სიტყვას „დაკოდილი“, ამ სიტყვის გამოყენებით მოსწავლეები შეადგენენ წინადადებას.
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს თუ რას უნდა ნიშნავდეს - „ენით დაკოდილი“.
მაორგანიზებელ სქემაზე მუშაობა
მთელი კლასი
მაორგანიზებელი ცხრილი
„სიტყვის პირამიდა“
მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ
ძველ ქართულ სიტყვას „დაკოდილი“ გამოთქვამენ ვარაუდებს სათაურთან დაკავშირებით.
2 წთ
4
იგავის „ენით დაკოდილი“ გაცნობა.
მასწავლებელი ჯერ აჩვენებს იგავის მიხედვით შექმნილ
ელექტრონულ ფილმს.(ქვიშის სამყარო), შემდეგ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს წაუკითხავს
და თან მიცემს განმარტებებს.
ფილმის ჩვენება
ტექსტის წაკითხვა
მთელი კლასი
აღნიშნული რესურსის გამოყენება მოსწავლეებში გამოიწვევს
ინტერესს, ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას და ტექსტის უკეთ გააზრებას.
8 წთ
5
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეთა
მიერ.
გაგრძელების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები ხმამაღლა
წაიკითხავენ ტექსტს.
ტექსტის გაგრძელებით წაკითხვა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
5 წთ
6
წაკითხულის გააზრება.
კითხვა-პასუხის მეთოდით მასწავლებელი გამოიკვლევს
თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა იგავის შინაარსი და მისი მთავარი სათქმელი.
·
რა უძღოდა წინ დათვის სახლში მიპატიჟებას?
·
როგორ გამოხატა კაცმა გულითადი დამოკიდებულება დათვის მიმართ?
·
როგორ მოიქცა კაცის ცოლი? შაფასეთ უნებლიეთ მოსდის ქალს ეს თუ განძრახ
იქცევა ასე?
·
რატომ ჰქონდა თან ცული დათვთან მისულ კაცს?
·
რა მოხდა უცნაური დათვთან სტუმრობის დროს?
·
აღწერეთ დათვისა და კაცის ბოლო შეხვედრა?
·
რა დაუპირისპირა ერთმანეთს დათვმა? ვის ეკუთვნოდა დათვის საყვედური?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კითხვები ტექსტის გააზრებისთვის.
7 წთ
7
გრამატიკა - სინონიმური წყვილების
შერჩევა-დაჯგუფება.
მასწავლებელი ჯგუფებს თხოვს მოცემული სიტყვები
დააჯგუფონ შინაარსით მახლობელ სიტყვათა წყვილებად.
პრაქტიკული მუშაობა
ჯგუფური მუშაობა
(ორი ჯგუფი)
წინასწარ შერჩეული სიტყვები
სინონიმური წყვილებიდან ერთერთი სიტყვა ტექსტიდანაა
ამოწერილი. აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,
ტექსტის შინაარსის უკეთ გააზრებას.
8 წთ
8
შეჯამება - შეფასება;
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კითხვა-პასუხის
რეჟიმში შეაჯამებს გაკვეთილს:
·
რა იყო დღევანდელი გაკვეთილის თემა?
·
როგორ შეიძლება ადამიანი ენით დაიკოდოს?
·
რა ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეთ ამ იგავით?
მასწავლებელი შეფასების რუბრიკაზე
დაყრდნობით მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ კომენტარებს.
კითხვა-პასუხი;
საუბარი.
მთელი კლასი
კითხვები გაკვეთილის შჯამებისთვის;
შეფასების რუბრიკა.
5 წთ
9
საშინაო დავალება.
წერილობით მოკლედ გადმოსცენ
იგავის შინაარსი და ამ იგავის მთავარი სათქმელი: რას ასწავლის ადამიანებს ეს მეიგავე. ნაწერი გააფორმონ ილუსტრაციით.
წერითი სამუშაო
ინდივიდუალური
2 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივსინტაქსური
კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო
ნორმების დაცვა.
Ø მასწავლებლის მიერ მითითებული
ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმებს,
ანტონიმებს...)
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø გაბმულად (შეფერხებების გარეშე),
სათანადო ტემპითა და შესაბამისი ინტონაციით ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ და უცნობ ტექსტებს/ტექსტების
მონაკვეთებს;

Ø აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას
- ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა,
ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა, შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და სხვა);
Ø საუბრობს სათაურისა და ტექსტის
აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული
საკითხების შეფასება.
Ø მონაწილეობს წაკითხულის შესახებ
გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს
წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს გააზრებული აქვს ტექსტის
შინაარსი, გამოყოფს ტექსტის ძირითად იდეას, გაბმით, სათანადო ინტონაციით კითხულობს
ტექსტს, აფიქსირებს წაკითხულის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, აჯგუფებს სინონიმურ
წყვილებს. მონაწილეობს გაკვეთილის შეჯამებაში.
შეფასება : მოსწავლეები შეფასდებიან
განმავითარებელი კომენტარებით
შეფასების რუბრიკა:

ტექსტის თემას, ტექსტში პოულობს მითითებულ ინფორმაციას, ამოიკითხავს ტექსტში მოცემულ
შეგონებას, მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით
აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
ამოიცნობს და ასახელებს ტექსტის თემას, ტექსტიდან
გამოყოფს კონკრეტულ ინფორმაციას, ავლენს შინაარსის ცოდნას; გამოყოფს და ამოიკითხავს იგავში მოცემულ შეგონებას,
ნათლად აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
ზეპირმეტყველება -კითხვებზე პასუხის გაცემა, საკუთარი
მოსაზრების ჩამოყალიბება.

კითხვის ტექნიკის ფლობა
შეცდომით
წაკითხული სიტყვების რაოდენობა დიდია. უჭირს გაბმულად, სათანადო ინტონაციით კითხვა.
შეცდომით
წაკითხული სიტყვების რაოდენობა უმნიშვნელოა. ზოგჯერ ცვლის ხმას შესაბამისი ინტონაციის
მიხედვით.
უშეცდომოდ
კითხულობს ყველა სიტყვას. კითხულობს გაბმით, შესაბამისი ინტონაციით იყენებს მახვილებს
და პაუზებს.
ხელმოწერა :
თარიღი : 29. 03. 2019 წ

N 4
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი
დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, I V კლასი

Ø მოსწავლემ შეძლოს ტექსტის შინაარსისა
და მთავარი სათქმელის გააზრება;
Ø ინფორმაციის მოსმენა, გაგება;
Ø სიუჟეტური ხაზის აღქმა და არეული
ტექსტის დალაგება;
Ø არსებითი სახელის ბრუნება და
მითითებულ ბრუნვაში მყოფი არსებითი სახელით წინადადების შედგენა.

გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობს
ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის
მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
თემა შეესაბამება IV კლასის ქართული
ენის თემატურ-კალენდარულ გეგმას.
N
აქტივობის მიზანი
და აღწერა
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
საუბარი
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე ჩამოწერილი გაკვეთილის
თემა და მიზანი.

მცირე ინფორმაციის მიწოდება
ცნობილი მეიგავეების შესახებ.
ელექტრონული სლაიდების გამოყენებით მასწავლებელი
მოსწავლეებს მიაწვდის მცირე იფორმაციას ცნობილი მეიგავეების შესახებ. (ეზოპე, ლაფონტენი,
კრილოვი)
საუბარი;
პრეზენტაცია
მთელი კლასი
Powerpoint - ის საშუალებით წარმოდგენილი ელ.პრეზენტაცია.
რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ინფორმაციის უკეთ აღქმას, მოტივაციის აღძვრას.
4 წთ
3
საშინაო დავალების წარმოდგენა.
მასწავლებელი გამოიკითხავს წინა გაკვეთილზე მიცემულ
დავალებას.
„წერილობით მოკლედ გადმოსცენ იგავის შინაარსი და
ამ იგავის მთავარი სათქმელი: რას ასწავლის ადამიანებს ეს მეიგავე. ნაწერი გააფორმონ ილუსტრაციით.“
(რამოდენიმე მოსწავლე ხმამაღლა
წაიკითხავს დავალებას)
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
6 წთ
4
ზეპირმეტყველება - ტექსტის
შინაარსის გააზრება, დედააზრის დაფიქსირება.
მასწავლებელი კითხვა-პასუხის მეთოდით დაადგენს
თუ რამდენად ფლობენ მოსწავლეები გაკვეთილის შინაარსს და იაზრებენ იგავის მთავარ სათქმელს.
კითხვები დავალებები:
·
დაასახელეთ იგავის პერსონაჟები;
·
როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა დათვსა და კაცს შორის?
·
როგორ გამოხატა კაცმა დათვისადმი გულითადი დამოკიდებულება?
·
რამ ატკინა გული დათვს?

აღწერეთ დათვისა და კაცის ბოლო შეხვედრა.
·
რა არის იგავის მთავარი სათქმელი რისი თქმა უნდოდა ავტორს?
კითხვა-პასუხი;
საუბარი/მსჯელობა;
მთელი კლასი
აქტივობისათვის წინასწარ მომზადებული
კითხვები
6 წთ
5
გაანალიზე, რომელი გამოთქმა
არ უკავშირდება იგავს - „ენით დაკოდილი“
ა) სიტყვით მკვდარს სიტყვა
არ აღადგენს!
ბ) გველსა ხვრელით ამოიყვანს
ენა ტკბილად მოუბარი!
გ) ხერხი სჯობია ღონესა თუ
კაცი მოიგონებსა!
დ) ენა კლავს და ენა არჩენს!
მოსწავლეები წყვილებში შეარჩევენ
სწორ პასუხს.
სწორი პასუხის შერჩევა
წყვილებში
ბარათზე ჩამოწერილი გამონათქვამები;
2წთ
6
გრამატიკა -
ვაბრუნოთ არსებითი სახელები: დათვი და კაცი.
მასწავლებელი წყვილებში, ნაწილს სთხოვს, რომ აბრუნონ
სიტყვა დათვი და ნაწილმა - კაცი. სახელობითი
და მიცემითი ბრუნვის ფორმებით შეადგინონ წინადადებები.
სახელის ბრუნება
წყვილებში
სამუშაო ფორმატის ფურცელი,
სადაც მოცემულია დავალების ინსტრუქცია.
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები
გამეორებით წაიკითხავენ ინსტრუქციას და დაზღვეული იქნებიან გაუგებრობისაგან.
5 წთ
7
ტექსტის სიუჟეტური ხაზის აღქმა
და არეული ტექსტის დალაგება.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,
რომ არეული ტექსტი დაალაგონ.
მოსწავლეები წაიკითხავენ წინადადებებად დანაწევრებულ ტექსტს და დაალაგებენ
სქემის გამოყენებით.
პრაქტიკული მუშაობა სქემაზე
„დროის ღერძი“
ჯგუფური
სქემა - „დროის ღერძი;“
მოსწავლეები სქემაზე დატანებული
სიტყვების - „ჯერ, შემდეგ, ბოლოს“ - საშუალებით
შეძლებენ ტექსტის სიუჟეტური ხაზის გახსენებას და წინადადებების დალაგებას.
15 წთ
8
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება.
მასწავლებელი კითხვა-პასუხის
მეთოდით შეაჯამებს გაკვეთილს.
·
როგორ ჩამოაყალიბებდით დღევანდელი გაკვეთილის შეგონებას?
·
გარდა სულხან-საბა ორბელიანისა კიდევ რომელი მეიგავარაკეები ვიცით?
·
რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით
მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ კომენტარებს.
კითხვა-პასუხი;
საუბარი
მთელი კლასი
შფასების რუბრიკა
4 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
Ø მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში
ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
Ø მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების
სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;

Ø სწორად უთანხმებს ზმნას არსებით
სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
Ø მეტყველებს მკაფიოდ და გარკვევით;
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
Ø გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას,
ცდილობს მის ახსნას.
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური
კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა
და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø მხატვრული ტექსტის შინაარსის
გადმოცემისას ცდილობს ავტორისეული ლექსიკის
გამოყენებას;
Ø ავლენს სახელის ფორმაცვალების
წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების
მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის შინაარსისა და დედააზრის
გააზრება, ინფორმაციის მოსმენა, გაგება; შეძლეს სიუჟეტური ხაზის აღქმა და არეული ტექსტის
დალაგება; შეძლეს სახელის ბრუნება და წინადადებების შედგენა.
შეფასება : მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით.
კრიტერიუმები
გასაუმჯობესებელია
საშუალო
კარგი
მიმართულება
- ზეპირმეტყველება.
უძნელდება
მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე. კითხვებზე პასუხი ხშირად შემოიფარგლება
ერთი ან ორი სიტყვით.
ხშირად
ერთვება ნაწარმოების ირგვლივ გამართულ მსჯელობაში, დასმულ კითხვებზე პასუხი ხშირ
შემთხვევაში გააზრებულია. მეტყველებს გამართულად.
შეუძლია მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და
პერსონაჟებზე. დასმულ კითხვებზე სცემს გააზრებულ პასუხებს; მეტყველებს მკაფიოდ და
გარკვევით.
სიუჟეტური
ხაზის აღქმა და არეული ტექსტის დალაგება.
უჭირს
ტექსტის სიუჟეტური ხაზის გახსენება; ვერ ალაგებს წინადადებებს შინაარსის თანმიმდევრულობის
დაცვით. ხშირად თავს იკავებს ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩართვაზე.
უმეტესად
იხსენებს ტექსტის სიუჟეტურ ხაზს და ჯგუფთან ერთად ალაგებს წინადადებებს; შინაარსის
თანმიმდევრულობის დაცვის მხრივ შეცდომები მცირეა.
იხსენებს
ტექსტის სიუჟეტურ ხაზს და ჯგუფთან ერთად ალაგებს წინადადებებს შინაარსის თანმიმდევრულობის
დაცვით.
გრამატიკული
უნარ-ჩვევები;
სახელის
ბრუნვის ფორმების ცოდნა,
სახელის
ბრუნება, წინადადებების შედგენა.
ვერ
ავლენს სახელის ფორმაცვალების წესის ცოდნას; უძნელდება არსებითი სახელის ბრუნება,
მითითებული ბრუნვის ფორმებით, სხვების დახმარებით
ადგენს წინადადებებს.
ჩამოწერს
ბრუნვის ფორმებს, არსებითი სახელების ბრუნებისას დაშვებულია მცირე შეცდომები. მითითებული
ბრუნვის ფორმის გამოყენებით ადგენს მარტივ წინადადებებს.
ავლენს
სახელის ფორმაცვალების წესის ცოდნას; აბრუნებს
არსებით სახელებს, მითითებული ბრუნვის ფორმის გამოყენებით ადგენს წინადადებებს.
ხელმოწერა :
თარიღი : 01.04.2019 წ

N 5

გაკვეთილის თემა : სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „უტკბესი და უმწარესი“
გაკვეთილის მიზანი :
Ø იგავის შინაარსის გააზრება, ძირითადი
იდეის ამოცნობა;
Ø მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე, მათი საქციელის შფასება;
Ø წინარე ცოდნის გააქტიურება და
შესწავლილი იგავ-არაკების საერთო ნიშნის ამოცნობა;
Ø სახელის ბრუნება და მის ფორმაცვალებაზე
დაკვირვება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნებთან :

მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს. გაკვეთილის თემა შეესაბამება IV კლასის ქართული
ენის თემატურ-კალენდარულ გეგმას.
N
აქტივობის
მიზანი და აღწერა
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
კლასის
ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო
(წთ)

კითხვა-პასუხი.

წინარე ცოდნის გააქტიურება:
მასწავლებელი მოსწავეებს გაახსენებს
წინა გაკვეთილის თემას და შესწავლილ იგავ-არაკში მოცემულ შეგონებას. შეგონებას დაწერენ
და გამოაკრევენ დაფაზე.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
ფილფჩარტი, მარკერი
(ეს უკვე სულხან-საბას მეორე
შეგონება იქნება და ასე თვალსაჩინოდ გამოაკრავენ შეგონებებს დაფაზე, რაც შემდგომ
შემაჯამებელ გაკვეთილზე გამოადგებათ)
3 წთ
3
ლექსიკური სავარჯიშო: სიტყვების
-„უტკბესი“ და „უმწარესი“, განმარტება.
მოსწავლეები ჯგუფებში ახსნიან
სიტყვებს, „უტკბესი“ და „უმწარესი“, ამსიტყვების გამოყენებით შეადგენენ წინადადებებს.
მაორგანიზებელ სქემაზე მუშაობა
ჯგუფური
მაორგანიზებელი სქემა - სიტყვის
პირამიდა.
3 წთ
4
ვარაუდების გამოთქმა ტექსტის
შესაძლო შინაარსთან დაკავშირებით.
ვარაუდების გამოთქმა
მთელი კლასი
1 წთ
5
სულხან-საბა ორბელიანის იგავის
, „უტკბესი და უმწარესი“ გაცნობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
იგავის მიხედვით შექმნილ ელექტრონულ რესურსს, რომელიც შექმნილია ქვიშაზე ხატვის ხელოვნებით.
ფილმის ჩვენება
მთელი კლასი
„უტკბესი და უმწარესი“- ქვიშის
სამყარო.
აღნიშნული რესურსი ხელს შუწყობს
ტექსტის უკეთ გააზრებასა და მოტივაციის ამაღლებას.
5 წთ
6
ტექსტის კითხვა;
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს
იგავის ბეჭდურ ვერსიას და ხმამაღალი კითხვის მეთოდით წაიკითხავენ. კითხვის დროს ჩაინიშნავენ
გაუგებარ სიტყვებს ან გამოთქმებს.
ხმამაღალი კითხვა
მთელი კლასი
იგავი - „უტკბესი და უმწარესი“
5 წთ
7
ტექსტის გააზრება: კითხვა-პასუხი;
მსჯელობა.
1) რა განსხვავება დაინახეთ იგავის მოსმენილ ვერსიასა და წაკითხულს შორის?
2) როგორ მოიქცა ვეზირი, როცა
მეფემ ყველაზე ტკბილი საჭმლის მორთმევა უბრძანა?
3) რა კერძი მიართვა ვეზირმა
მეფეს, როცა მან ყველაზე მწარე საჭმელი მოითხოვა?
4) ნათქვამში -„ამ ქვეყნად
ყველაზე ტკბილიც და ყველაზე მწარეც ენა არისო“, რა სიტყვით შიძლება შვცვალოთ სიტყვა
„ენა“, აზრი იგივე, რომ დარჩეს?
5) რისი თქმა უნდოდა იგავის
ავტორს, რას აქვს დიდი ძალა?
6) შეარჩიეთ სწორი პასუხი:
რა აერთიანებს სულხან-საბა
ორბელიანის ამ სამ იგავს?
ა) სამივე იგავში მოქმედება
სამეფო კარზე ხდება;
ბ) სამივე იგავში პერსონაჟები
ცდილობენ საქციელით, ქმედებით გამოხატონ
თავიანთი აზრი;
გ) სამივე იგავის მთავარი სათქმელი
ის არის, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს.
კითხვა-პასუხი;
მსჯელობა.
მთელი კლასი
კითხვა-პასუხისთვის და მსჯელობისთვის წინასწარ გამზადებული შეკითხვები.
რესურსი ხელს შეუწყობს ორგანიზებულად
წარიმართოს აქტივობა.
10 წთ
8
სიტყვანაკლული ტექსტის შევსება.
მოსწავლეები ჯგუფურად იმუშავებენ
სიტყვანაკლული ტექსტის შვსებაზე. ტექსტი წარმოადგენს იგავის მოკლე შინაარსს.
პრაქტიკული მუშაობა -სიტყვანაკლული
ტექსტის შევსება.
ჯგუფური
სიტყვანაკლული ტექსტი.
აქტივობა ხელს შეუწყობს ტექსტის
შინაარსის სწორად გააზრებას და სიტყვათა მართლწერის უნარის განვითარებას
6 წთ
9
სიტყვის „მეფე“ ბრუნება და
სიტყვის ფორმაცვალებაზე დაკვირვება.
მოსწავლეები წყვილებში აბრუნებენ
სიტყვა „მეფე“-ს და დააკვირდებიან თუ რომელ გრამატიკულ მოვლენასთან აქვთ საქმე.
სახელის ბრუნება
წყვილებში
5 წთ
10
შეჯამება/შეფასება; უკუკავშირის
მიწოდება.
მასწავლებელი მოსწავლეებთან
ერთად მოკლედ შეაჯამებს გაკვეთილს:
·
რა იყო დღევანდელი გაკვეთილის თემა?
·
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რას გვასწავლის ეს იგავი?

მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ კომენტარებს.
კითხვა-პასუხი;
საუბარი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა

მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება
Ø ამოიცნობს ნაწარმოების თემას,
დედააზრს (მთავარ იდეას).
Ø ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს,
მიზნებს

ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების
მიზნის შესაბამისად გამოყენება.
Ø ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის,
ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად
გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს გააზრებული აქვს იგავის
შინაარსი და დედააზრი. მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე. ერთმანეთთან
აკავშირებს შესწავლილ იგავ-არაკებს და აფიქსირებს საერთო ნიშანს. აბრუნებს სახელს და
აკვირდება მის ფორმაცვალებას.
შეფასება : მოსწავლეები შფასდებიან
განმავითარებელი შფასებით

ტექსტის თემას, ამოიკითხავს მითითებულ ინფორმაციას. ავსებს სიტყვანაკლულ წინადადებებს. ამოიკითხავს
ტექსტში მოცემულ შეგონებას, მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით მეტნაკლებად აყალიბებს
ტექსტის დედააზრს.
ამოიცნობს
და ასახელებს ტექსტის თემას, ტექსტიდან გამოყოფს კონკრეტულ ინფორმაციას, ავსებს სიტყვანაკლულ წინადადებებს. გამოყოფს და
ამოიკითხავს იგავში მოცემულ შეგონებას, ნათლად

გრამატიკული უნარ-ჩვევები:
სახელის ბრუნვის ფორმების ცოდნა,
სახელის ბრუნება და ფორმაცვალებაზე დაკვირვება
ვერ
ავლენს სახელის ფორმაცვალების წესის ცოდნას; უძნელდება არსებითი სახელის ბრუნება
ჩამოწერს
ბრუნვის ფორმებს; აბრუნებს მითითებულ არსებით სახელს; აკვირდება სახელის ფორმაცვალებას,
მაგრამ ვერ ასახელებს ფორმაცვალების მიზეზს.

ასახელებს ფორმაცვალების მიზეზს.
ხელმოწერა :
თარიღი : 02.04. 2019წ
[1] მასწავლებელმა უნდა მიუთითოს , თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე და მოახდინოს შესაბამისი
აქტივობის მოდიფიცირება.
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
საგანი - ქართული
საგნები რომლებშიც ხდება თემათა ინტეგრაცია - ქართული, ბუნება
სწავლების საფეხური - დაწყებითი, კლასი III
მოსწავლეთა რაოდენობა - 8, სსსმ მოსწავლე - 0
მასწავლებელი - ნანი დიმიტრაძე
თემა: „რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე“- ემზარ კვიტაიშვილი
გაკვეთილის მიზანი:
ქართული - მოსწავლემ შეძლოს ლექსად დაწერილი დამრიგებლობითი ხასიათის ტექსტის გაგება, მთავარი იდეის გამოყოფა, მიზეზშედეგობრივი კანონზომიერების აღქმა;
ლექსში მოცემული დედააზრის საკუთარ გამოცდილებაზე გადატანა და მსჯელობა;
ეკოლოგიურ თემასთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი წარწერის შედგენა
ბუნება -
მოსწავლემ შეძლოს საუბარი ტყის საფარის მნიშვნელობაზე, იმსჯელოს ადამიანის
ზემოქმედებით გამოწვეულ დადებით და უარყოფით მხარეებზე;
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართული: Ш.2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მოსმენა, გაგება
და მათი შინაარსის გადმოცემა.
Ш.2.2. ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
Ш. 2.4. ყვება მოსმენილი
ტექსტის შინაარსს;
Ш.2.7. ავლებს პარალელს
მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის.
ბუნება: Ш.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა
Ш.11.4. განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს;
Ш.11.5. თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
№ | აქტივობის აღწერა | მეთოდები | კლასის ორგანიზების ფორმები | სასწავლო რესურსები | დრო | თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები |
გამოწვევა | ||||||
1 | საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის თემას და მიზნებს, რომ ისინი იმუშავებენ ლექსად დაწერილი დამრიგებლობითი ტექსტის გაგება გააზრებაზე, მთავარი იდეის ამოცნობაზე და შეეცდებიან მის დაკავშირებას პირად გამოცდილებასთან; შეადგენენ გამაფრთხილებელ წარწერას ბუნების დაცვასთან დაკავშირებით; იმსჯელებენ ტყის საფარის მნიშვნელობაზე და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ დადებით და უარყოფით შედეგებზე. ასევე მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას. აქვე ახსენებს მოსწავლეებს გაკვეთილზე ქცევის წესებს. |
მინი ლექცია | მთელი კლასი | დაფა, გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა (წერილობით) | 3წთ | მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეეფასების რუბრიკას |
2 | მინიშნებებით სიტყვის გამოცნობა დაფაზე წერია სიტყვა „ტყე“, რომელიც დაფარულია თაბახის ფურცელით. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მინიშნებებს: I მინიშნება - თბახის ფურცლის უკან იმალება სიტყვა, რომელიც მრავალი ცოცხალი ორგანიზმის თავშესაფარია; II მინიშნება - იქ სხვადასხვა სახეობის ხე იზრდება; III მინიშნება - რა ჰქვია იმ ადგილსბევრი ხეა თავმოყრილი, ხშირად სოკოსა და კენკრას საკრეფად მივდივართ. (მასწავლებელი პირველი მინიშნების შემდეგ, თუ მოსწავლეები ვერ ამოიცნობენ სიტყვას გადადის შემდეგ მინიშნებაზე) |
მთელი კლასი | ფორმატის ფურცელი წარწერით „ტყე“ | 2წთ | მოსწავლეები მოახდენენ ყურადღების მობილიზებას, ინტერესის გაღვივებას | |
3 | სქემა „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ მასწავლებელს მომზადებული აქვს სქემა ფილფჩარტზე და მოსწავლეები ერთობლივად ავსებენ სქემის პირველ და მეორე ნაწილს „ვიცი და მინდა ვიცოდე“, იხსენებენ რა იციან ტყესთან დაკავშირებით და რისი გაგება სურთ. მესამე სვეტს მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ავსებენ გაკვეთილის ბოლო ნაწილში. |
სქემაზე მუშაობა | მთელ კლასთან | 3წთ | მოსწავლეები დააფიქსირებენ თავიანთ ცოდნას აღნიშნულ საკითხთან (ტყე) დაკავშირებით, მასწავლებელი კი განსაზღვრავს მათ ინტერესებს და მოლოდინიბს იმაზე თუ რისი გაგება სურთ მოსწავლეებს. | |
ცოდნის კონსტრუირება | ||||||
4 | ტექსტის „რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე“ გაცნობა. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ემზარ კვიტაიშვილის ლექსის „რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე“- ს მიხედვით შექმნილ ელექტრონულ წიგნს. შემდეგ ლექს უკითხავს სახელმძღვანელოში პაუზებით და აკეთებს განმარტებებს, ხსნის უცხო სიტყვებს. |
მინილექცია კითხვა |
მთელ კლასთან | ელექტრონული წიგნი სახელმძღვანელო კომპიუტერი პროექტორი |
6წთ | მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს, დაამუშავებენ ლექსიკურად. |
5 | ტექსტის წაკითხვა მოსწავლეთა მიერ ტექსტს გაგრძელებით კითხულობენ მოსწავლეები |
კითხვა | ინდივიდუალური | სახელმძღვანელო | 6წთ | მოსწავლეები შეძლებენ კითხვის უნარ-ჩვევების გააქტიურებას |
6 | მასწავლებელი ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით სვამს შეკითხვებს:
·
ვის
მიმართავს მოხუცი მეტყევე;
·
რატომ
უნდა მოვუაროთ ტყეს.
|
კითხვა-პასუხი | მთელ კლასი | 3წთ | მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის დედააზრის ამოცნობას | |
7 | საკუთარი გამოცდილების გააქტიურება მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
·
როგორ
უნდა მოვიქცეთ, როცა ტყეში ვიმყოფებით;
·
რა არ
შეიძლება?
·
რა
არუნდა დაგვავიწყდეს?
·
როგორ
უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს?
|
დისკუსია |
მთელ კლასი | 2წთ | მოსწავლეები შეძლებენ პირადი გამოცდილების გააქტიურებას | |
8 | კავშირის დანახვა გაკვეთილის თემასა და ბუნების გაკვეთილებზე
ნასწავლ მასალას შორის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ თუ რა ისწავლეს ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზე ტყეზე, როგორც ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოზე; რა სარგებლობის მოტანა შუძლია ტყეს? მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ შესასწავლილი მასალა და შემდეგ მასწავლებელი უკითხავს ნაწყვეტს ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოდან „საარსებო გარემო“ |
მსჯელობა კითხვა |
მთელი კლასი | ტექსტი ბუნების სახელმძღვანელოდან „საარსებო გარემო“ | 3წთ | მოსწავლეები შეძლებენ პარალელის გავლებას ახალ თემასა და ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას შორის. |
9 | მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: როგორც ხედავთ დიდია ტყის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისათვის
და სთავაზობს გამართონ დისკუსია იმაზე თუ როგორ მოიქცნენ ადამიანები ზამთარში, როცა ცივა და სოფელში გასათბობად შეშა
სჭირდებათ? რა იცით ამის შესახებ? მასწავლებელი აცდის მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი ვარაუდები ან გაიხსენონ რა ხდება ამ შემთხვევაში, როგორ მოიპოვებენ ადამიანები შეშას და შემდეგ უკითხავს ნაწყვეტს მოთხრობიდან „ხერხი სჯობია ღონესა“ (ლიტერატურის მოპოვების წყარო http://mastsavlebeli.ge/?p=13861) მასწავლებელი ყურადღებას გაამახვილებს სიტყვებზე „ჯანსაღი და სახვალიო ხეები“, „ტყეკაფიები“, „რეიჯერი“. რამოდენიმე შეკითხვის დასმით გადაამოწმებს თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ახალი ინფორმაცია. (ტექსტს ფორმატის ფურცლებით დაურიგებს მოსწავლეებსაც) |
დისკუსია კითხვა კითხვა-პასუხი |
მთელ კლასი | ლიტერატურული ტექსტი „ხერხი სჯობია ღონესა“ | 5წთ | მოსწავლეები შეძლებენ გამოკვეთილ პრობლემაზე დაკვირვებას თავიანთი მოსაზრებების გამოთქმას; მასწავლებლის მიერ წაკითხული ლიტერატურული ტექსტის მიხედვით პრობლემის გადაჭრის გზების დანახვას. |
შეჯამება/შეფასება | ||||||
10 | ჯგუფური სამუშაოს შესრულება მასწავლებელი პირველ გუნდს აძლევს დავალებას - ფილფჩარტზე დახატულია ხე ცარიელი ტოტებით მათ კი ფერადი ქაღალდისაგან გამოჭრილ ფოთლებზე უნდა ჩამოწერონ გამაფრთხილებელი წესები ტყის დაცვაზე; მეორე გუნდს კი მიეცემა რამოდენიმე სიტყვა: წყარო, ჰაერი, ნიადაგი, ფესვები, მეწყერი, ცოცხალი ორგანიზმები და ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინონ პატარა თხზულება სათაურით „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს. |
პრაქტიკული მუშაობა | ჯგუფური | ფორმატის ფურცლები; მარკერები ფერადი ქაღალდისაგან გამოჭრილი ფოთლები ფილფჩარტი |
7წთ |
მოსწავლეები შეძლებენ თემის დედაზრიდან გამომდინარე გამაფრთხილებელი წარწერების გაკეთებას, შეძლებენ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენას |
11 | გაკვეთილის შეჯამება მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს თოთომ თითო წინადადებით თქვას რა ვისწავლეთ დღეს და რომელი აქტივობა იყო მისთვის მეტად საინტერესო და თან შევავსოთ „ვიცი მინდა ვიცოდე, გავიგე“ სქემის მესამე სვეტი „რა გავიგე“ |
ზეპირმეტყველება | ინდივიდუალურად | 3წთ | მოსწავლეები შეძლებენ ერთხელ კიდე გაიხსენონ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია და ახალი ცნებებით შეავსონ სქემის „ვიცი მინდა ვიცოდე, გავიგე“ მესამე სვეტი. | |
12 | მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ
შეფასებებს, უკონკრეტებს თუ რომელ აქტივობაში |
ზეპირი განმავითარებელი კომენტარები | 2წთ | მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს |
დანართი 1.
საარსებო გარემო (ადაფტირებული): ყველა
ცოცხალ არსებას სჭირდება საკვები, წყალი, ჰაერი, თავშესაფარი, . ყველაფერ ამას ისინი
თავიანთი საარსებო გარემოდან იღებენ. საარსებო გარემო არის ადგილი, სადაც ორგანიზმი
ბინადრობს.
მაგალითად,
ტყე ერთ-ერთი საარსებო გარემოა, რომელშიც მრავალი
ორგანიზმი ბინადრობს. აქ სხვადასხვა ფრინველის გალობა ისმის; მაღალი ხეების ქვეშ ბუჩქები
და ბალახები იზრდება; მიწა ლამაზი ყვავილებითა და ხავსითაა დაფარული, ზოგან სოკოები
იზრდება. ირგლივ უამრავი მწერი დაფრინავს; ხის ტოტებზე ციყვები დახტიან. ტყეში შევხვდებით
ირემს, ზღარბს, დათვს, მელას და სხვა მრავალ ცხოველს.
დანართ
2.
„ხერხი სჯობია ღონესა“ - ნაწყვეტი (ლიტერატურის მოპოვების წყარო http://mastsavlebeli.ge/?p=13861)
ვაკო
შეფიქრიანებული ჩანდა.
– რა
იყო, ქალაქელო, ხომ არ გეძინებაო? – ჩაეკითხა პაპა.
–
პაპა, შეშისთვის ხეები უნდა მოვჭრათ?
–
აბა, გამზადებულ შეშას ვინ დაგვახვედრებს?
–
პაპა, მასწავლებელმა გვითხრა, ვინც ხეს მოჭრის, ბუნების მტერია და ჩვენი ბუნების
მტერი ჩვენი სამშობლოს მტერიც არისო…
–
მართალი უთქვამს შენს მასწავლებელს, მაგრამ, ეტყობა, იმის თქმა დაავიწყდა, რომ
ტყესაც სჭირდება გამოხშირვა და ხალხსაც სჭირდება შეშა. ჯანსაღი და
სახვალიო ხე არ უნდა მოჭრა, თორემ ავადმყოფი ხე დროზე უნდა მოაშორო
ტყეს, რომ სხვა ხეებიც არ დააავადოს. ამისთვის არიან ტყის მცველები. მათ კარგად
იციან თავიანთი ტყის ასავალ-დასავალი, იციან, სად რა სტკივა ტყეს და რა სჭირდება.
ათვალიერებენ, ნიშნავენ ტყეკაფებს, ნომრავენ ავადმყოფ
ხეებს. როცა ხალხს შეშა დასჭირდება, ამ მონიშნულ ადგილებზე გაუშვებენ.
–
მაშ, ტყის მცველმა იცის, რომ ხეები უნდა მოვჭრათ? – მოხალისდა ვაკო.
–
იცის, იცის, ოღონდაც მას ახლა ტყის მცველი კი არა, რეინჯერი
ჰქვია. – გაეპასუხა ბიძა. – ჩვენ სპეციალური ბილეთი ავიღეთ, სადაც მინიშნებულია,
სად და რამდენი ხე შეგვიძლია მოვჭრათ. ასეც მოვიქცევით, ამიტომ ჩვენ არც ბუნების
მტრები ვართ და არც ჩვენი სამშობლოსი.
ვაკო გამხიარულდა და ბაკოს გადაულაპარაკა,
ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, როცა სკოლაში ბუნების დაცვაზე გვექნება გაკვეთილი,
ყველაფერს მოვუყვებიო.
ბაკო
ერთ ვეებერთელა ხეს უტრიალებდა. ხეს დიდი ფუღურო გასჩენოდა და ნახევარი მხარეც
გახმობოდა. ეს მალე თავისით მოტყდებოდაო, დაასკვნა ბიჭმა.
ჭრაც ამ ხიდან დაიწყეს.
ჯანსაღი
და სახვალიო ხეები - ჯანმრთელი და ახალგაზრდა ხეები
ნიშნავენ ტყეკაფებს - ნიშნავენ ადგილებს სადაც ხის მოჭრა შეიძლება
რეინჯერი
- ტყის მცველი
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკა
კარგი
|
საშუალო
|
გასაუმჯობესებელი
|
|
დამრიგებლობითი ხასიათის
ტექსტის გაგება, გააზრება
|
ნათლად და მკაფიოდ გამოყოფს
ტექსტში მოცემულ იდეას; აღიქვამს მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებას ტექსტის იდეას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან
|
გამოყოფს ტექსტში მოცემულ
იდეას; ხშირად აღიქვამს მიზეზშედეგობრივ კავშირს ცდილობს იდეის დაკავშირებას პირად
გამოცდილებასთან.
|
ცდილობს ისაუბროს ტექსტში
მოცემულ იდეაზე; უჭირს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა; უმეტესად უჭირს იდეის
დაკავშირება პირად გამოცდილებასთან
|
კითხვებზე პასუხის გაცემა
|
შეძლო კითხვებზე ზუსტი
და კონკრეტული პასუხების გაცემა; წინადადებები არის ლექსიკურად გამართული.
|
პასუხობს კითხვებს, ცდილობს
პასუხი იყოს კონკრეტული; ხშირად წინადადებები არის ლექსიკურად გამართული.
|
უჭირს კითხვებზე პასუხის
გაცემა.
|
საკლასო აქტივობებში
ჩართულობა
|
აქტიურადაა ჩართული საკლასო
აქტივობებში, იჩენს ინტერესს გაკვეთილის მიმართ, მაღალია მოტივაცია.
|
ხშირადაა ჩართული საკლასო
აქტივობებში, უმეტესად ცდილობს ყურადღების მობილიზებას.
|
უმეტესად თავს იკავებს
საკლასო აქტივობებში ჩართვაზე.
|
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების დრო: 26. 04.
2018 წ.
საგანი: ქართული ენა და
ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი - ინტეგრირებული
საგნები, რომელთა
ინტეგრირებაც ხდება: ქართული, ხელოვნება
სწავლების საფეხური
/ კლასი: მესამე; დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა: 8; სსმ მოსწავლე:
0
მასწავლებელი: ნანი დიმიტრაძე
თემა: აკაკი წერეთლის ლექსი „გაზაფხული“
მიზანი:
o ლექსის ესთეტიკისა და მასში გადმოცემული განწყობილების დაფიქსირება;
o პეიზაჟის აღწერა
და ფერების გამოყოფა;
o წაკითხულის მიხედვით
ნახატის შექმნა.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი:
ქართული:
III. 7.1. გამოხატავს
წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
III. 7.5. წაკითხული
ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვებისმიერ შექმნილ
ილუსტრაციებს;
ხელოვნება:
III.1.1. გადმოსცემს განწყობილებებს მხატვრული ხერხების მეშვეობით (ხაზი, ფერი და ფორმა);
III1.2. იყენებს თბილ და ცივ ფერებს ნამუშევარში;
III.7.8. წარმოადგენს ნამუშევრებს აუდიტორიის წინაშე.
გაკვეთილის აქტუალურობა: მოსწავლეები აღწერენ
გაზაფხულზე ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს; დაფიქრდებიან თუ რომელი ხელოვანი, მაგალითად მწერალი, მუსიკოსი, მხატვარი რა ხერხით
გადმოსცემს ბუნების მშვენიერებით აღძრულ ემოციებს; მოისმენენ ამ ლექსის მიხედვით შექმნილ
სიმღერას; თვითონაც შეეცდებიან ლექსის წაკითხვით
გამოწვეული ემოციები გადაიტანონ თავიანთ ნახატებში და შეძლებენ სხვადასხვა საგანში
მიღებული ცოდნის ინტეგრაციას.
№
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მიღწეული შედეგი
|
1
|
ფაზა - A
|
საუბარი ელექტრონული პრეზენტაციის თანხლებით
|
მთელ
კლასთან
|
კომპიუტერი,
პროექტორი, შეფასების რუბრიკა (დანართი 3.)
|
3
წთ.
|
მოსწავლეები
გაეცნობიან გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას, გაუჩნდებათ მოლოდინი საინტერესო
გაკვეთილისა გაიხსენებენ გაკვეთილზე ქცევის წესებს.
|
ორგანიზაციული
საკითხების მოგვარება:
მასწავლებელი
მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიას, მოკლედ აღწერს
თუ რითი იქნება გაკვეთილი საინტერესო და
აქტუალური, შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
|
||||||
2
|
გონებრივი
იერიში - წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი გამოიყენებს გონებრივი
იერიშის მეთოდს. მოსწავლეები დაასახელებენ იმას თუ რა იციან გაზაფხულთან დაკავშირებით.
მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ დასახელებულ სიტყვებსა თუ ფრაზებს ჩამოწერს დაფაზე.
|
გონებრივი
იერიში
|
მთელ
კლასთან
|
დაფა
ცარცი
|
2
წთ
|
ამ
აქტივობის შედეგად მოსწავლეები გამოამჟღავნებენ იმ წინარე ცოდნას, რაც გაზაფხულთან
დაკავშირებით გააჩნიათ.
|
3
|
„სიტყვის
გამომძიებელი“ - სანამ მასწავლებელი ასახსნელ ლექსს გააცნობს მოსწავლეებს, მანამ
ამუშავებს სქემაზე „სიტყვის გამომძიებელი“ მოსწავლეები ლექსიდან მასწავლებლის მიერ ამოკრებილ რამდენიმე
სიტყვას, რომლებიც სავარაუდოდ უცნობი იქნება მათთვის მიუწერენ სავარაუდო განმარტებებს.
მუშაობის დასრულების შემდეგ წყვილები წაიკითხავენ ნამუშევრებს, ბოლოს კი მასწავლებელი
ელ.პრეზენტაციის გამოყენებით მიაწვდის შესაბამის განმარტებებს.
|
სქემაზე
მუშაობა
|
წყვილებში
|
კოპიუტერი
სქემა
„სიტყვის გამომძიებელი“დანართი 1.
სამუშაო
ბარათები - „სიტყვის გამომძიებელი“
|
4
წთ.
|
მოსწავლეები
გაიგებენ უცხო სიტყვების მნიშვნელობებს და
მოემზადებიან ახალი ტექსტის გასაცნობად.
|
4
|
ფაზა - B
|
ტექსტის
წაკითხვა
ვერბალური
და ვიზუალური ახსნის მეთოდის გამოყენებით.
|
მთელ
კლასთან
|
კომპიუტერი,
პროექტორი, ელექტრონული წიგნი.
|
4წთ.
|
მოსწავლეები
გაეცნობიან ახალ მასალას.
|
მასწავლებელი
ელექრონული წიგნის გამოყენებით გააცნობს მოსწავლეებს ახალ მასალას, აკაკი წერეთლის
ლექსს „გაზაფხული“. დროდადრო აძლევს განმარტებებს.
|
||||||
5
|
ტექსტის
წაკითხვა მოსწავლეების მიერ. ლექსს წაიკითხავენ გაგრძელებით, ერთი აგრძელებს მეორის
მიერ დაწყებულ კითხვას.
|
კითხვა
(გაგრძელებით)
|
ინდივიდუალურად
|
სახელმძღვანელო
|
5წთ.
|
გაივარჯიშებენ
ტექსტის კითხვაში და უფრო დაამახსოვრდებათ ტექსტი.
|
6
|
კითხვა-
პასუხი- ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს კითხვებს:
·
ბუნებასთან ერთად ვინ ხარობს გაზაფხულის მშვენიერებით
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ
კლასთან
|
3
წთ.
|
მოსწავლეები
უკეთ გაიაზრებენ ტექსტს და მასში გადმოცემულ განწყობილებას.
|
|
7
|
მასწავლებელი
მოსწავლეებს წყვილებში მისცემს დავალებას: მოძებნონ ტექსტში როგორია ია? ვარდი? ბალახი?
წყარო?
მოსწავლეებს
შეახსენებს რომ დაცული უნდა იყოს დროის რეგლამენტი - 1 წუთი ბარატებზე მუშაობა,
1 წუთიც შემოწმება.
|
ბარათებზე
მუშაობა
|
წყვილებში
|
სამუშაო
ბარათები, დანართი 2.
|
2
წთ
|
მოსწავლეები
დასახელებულ სიტყვებს ტექსტში მოუძებნიან ზედსართავ სახელებს.
|
8
|
კავშირი
ხელოვნებასთან - განცდებისა და ემოციების გადმოცემის სხვა ხერხებისა და საშუალებების
გასააზრებლად მასწავლებელი მოსწავლეებს დაუსვამს მიზანმიმართულ კითხვებს:
• რისი სურათი აგვიღწერა
მწერალმა ლექსის საშუალებით?
• რა ჰქვია ბუნების
სურათის აღწერას?
• კიდევ რა საშუალებით
შეიძლება გადმოგვცეს ადამიანმა პეიზაჟი? მწერალმა თავისი განცდები, ბუნების სილამაზე
გადმოგვცა სიტყვით, კიდევ როგორ შეიძლება
ადამიანმა აგვიღწეროს პეიზაჟი, განცდები და ა.შ.?
შემდეგ
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, რომ მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები ესენი ხელოვანი
ადამიანები არიან. ისინი სხვადასხვაგვარად გადმოგვცემენ თავიანთ სათქმელს, განცდებს.
მაგალითად მწერალი ლექსითა ან თხზულებით, მხატვარი ნახატით,ფერებით, მუსიკოსი კი
მუსიკის საშუალებით.
|
კითხვა-პასუხი
საუბარი
|
მთელ
კლასთან
|
თითოეულ
აქტივობას თან ახლავს ელექტრონული პრეენტაცია
|
3წთ.
|
მოსწავლეები
გაიაზრებენ რომ ადამიანმა შეიძლება თავისი შთაბეჭდილებები გადმოგვცეს, როგორც სიტყვით,
ასევე ნახატით და მუსიკით.
|
9
|
ფაზა - C
|
მუსიკის
მოსმენა
|
მთელი
კლასი
|
კომპიუტერი
ვიდეოჩანაწერი
|
2წთ
|
მოსწავლეებს
შეექმნებათ დადებითი განწყობილება.
|
მოსწავლეები
მოიმენენ აკაკი წერეთლის ლექსის „გაზაფხული“ -ს მიხედვით შექმნილ სიმღერას. მღერის
ანსამბლი „რუსთავი“
|
||||||
10
|
მასწავლებელი
ეკითხება კლასს:
·
რომელია გაზაფხულის ფერები?
·
ფერთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება გაზაფხულის ფერები?
შემდეგ ლექსს ჰყოფს სტროფებად და წყვილებს სთხოვს
რომ სტროფების მიხედვით შექმნან ილუსტრაცია.
|
პრაქტიკული
მუშაობა
|
წყვილებში
|
თაბახის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, წინასწარ გამზადებული ჩარჩოები ნახატებისთვის.
|
10წთ-მუშაობა
3წთ
- პრეზენტაცია
|
მოსწავლეები
შექმნიან ნამუშევრებ და გააკეთებენ პრეზენტაციას.
|
11
|
გაკვეთილის
ბოლოს შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ
კომენტარებს.
|
საუბარი
|
შეფასების
რუბრიკა
|
4
წთ.
|
მოსწავლეები
მასწავლებლისგან მიიღებენ ეფექტურ უკუკავშირს.
|
მოსწავლემ შეძლო:
აფიქსირებს ლექსში გადმოცემულ განწყობილებას;
შეძლო პეიზაჟის აღწერა და ფერების დასახელება; წაკითხულის მიხედვით შექმნა ნახატი.
დანართი 1. სიტყვის გამომძიებელი:
სიტყვა ან
ფრაზა
|
ჩემი
ვარაუდი
|
რას მეუბნება ლექსიკონი
|
კოკობი ვარდი
|
||
ეშხით
|
||
ხავერდი
|
||
ფიანდაზი
|
||
ძუძუმწოვრები
|
დანართი 2. მოძებნეთ ტექსტში და დაწერეთ: როგორია ია, ვარდი, ბალახი, წყარო?
-------------------- ვარდი;
-------------------- ბალახი;
-------------------- წყარო
დანართი
3. მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კრიტერიუმები
|
||
კარგი
|
საშუალო
|
საჭიროებს
გაუმჯობესებას
|
|
ლექსში გადმოცემულ
განწყობილების დაფიქსირება.
|
საუბრობს
ლექსში მოცემულ განწყობილებაზე და მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები.
|
ასახელებს
ლექსში ასახულ განწყობილებას, მაგრამ მეტწილად უძნელდება შესაბამისი არგუმენტების
მოყვანა.
|
უძნელდება
ლექსში გადმოცემულ განწყობილებაზე საუბარი.
|
საგაკვეთილო
აქტივობებში ჩართულობა.
|
სისტემატიურად
ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
|
მეტნაკლებად
ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
|
არ
ერთვება საგაკვეთილო აქტივობებში.
|
ლიტერატურული
ნაწარმოების ან მისი რომელიმე ეპიზოდის მიხედვით ნახატის შექმნა.
|
ნახატი
ასახავს ლიტერატურული ნაწარმოების ან მისი რომელიმე ეპიზოდის შინაარსს.
|
ნახატი
მეტნაკლებად ასახავს ლიტერატურული ნაწარმოების ან მისი რომელიმე ეპიზოდის შინაარსს.
|
ნახატი ბუნდოვანია, არ ჩანს ლიტერატურული ნაწარმოების
ან მისი რომელიმე ეპიზოდის შინაარსი.
|
გარედაკვირვებაზე გამოყენებული საგაკვეთილო გეგმები
გაკვეთილის გეგმის ფორმა
N 1
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი
დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000...საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა[1] : 8
გაკვეთილის თემა : „უკან მიდევნებული ლამპარი“ - სულხან-საბა
ორბელიანის მიხედვით
გაკვეთილის
მიზანი :
ü ტექსტის გააზრება და ნაწარმოებში მოცემული დედააზრის
ამოცნობა;
ü მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე;
ü ტექსტიდან არსებითი სახელებისა
და ზმნების ამოკრება და მათი გამოყენებით წინადადებების შედგენა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული
წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის
მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო
მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო
წლის მოცემულ პერიოდთან და ა.შ) გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობს
ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის
მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
თემა შეესაბამება IV კლასის ქართული
ენის თემატურ-კალენდარულ გეგმას.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
|
საუბარი
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე
ჩამოწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. ასევე
მასწავლებელი გამოიყენებს კომპიუტერსა და პროექტორს. აღნიშნული რესურსი ხელს
შეუწყობს, გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
მთელ გაკვეთილს თან მიჰყვება
გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.
|
3 წთ.
|
2
|
„როგორი ჟანრის ნაწარმოებია „იგავ-არაკი“?
მასწავლებელი გონებრივი იერიშის
მეთოდის გამოყენებით არკვევს თუ რა იციან მოსწავლეებმა იგავ-არაკის, როგორც ლიტერატურული
ჟანრის შესახებ. მოსწავლეთა პასუხებს წერს დაფაზე.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი.
მასწავლებელი დაადგენს თუ რა
წინარე ცოდნა აქვთ მოსწავლეებს იგავ-არაკთან, როგორც ლიტერატურულ ჟანრთან დაკავშირებით.
|
2 წთ.
|
3
|
მოკლე მიმოხილვითი ინფორმაცია სულხან-საბა ორბელიანის
იგავ-არაკების კრებულის „სიბრძნე სიცრუისას“ შესახებ.
მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სულხან-საბა
ორბელიანის იგავ-არაკების კრებულს (ელექტრონული). მოკლედ მოუთხრობს თუ რატომ ეწოდება
კრებულს „სიბრძნე სიცრუისა“, რას ნიშნავს სიტყვა იგავი და რას ნიშნავს არაკი. უხსნის
აგრეთვე თუ რა არის იგავის მთავარი დანიშნულება.
|
მინი ლექცია
|
მთელ კლასთან
|
წიგნის ელექტრონული სურათი
და ასევე წიგნი სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკებისა.
წიგნის ჩვნება მოსწავლეებში აღძრავს ინტერესსა
და მოტივაციას, აგრეთვე შეექმნებათ საფუძველი ასახსნელ ტექსტში მოცემული შეგონების
ამოცნობისათვის, ასევე გაუჩნდებათ ინტერესი იმისა, რომ სამომავლოდ წაიკითხონ სულხან-საბას იგავარაკები.
|
2 წთ.
|
4
|
„სიტყვის გამომძიებელი“
მასწავლებელი წყვილებს ურიგებს
ცხრილს სადაც მოცემულია ასახსნელი ტექსტიდან სავარაუდოდ უცნობი სიტყვები და მათ უნდა
მიუწერონ ამ სიტყვების სავარაუდო განმარტებები. სამუშაოს შესრულების შემდეგ მოსწავლეები
წაიკითხავენ თავიანთ ვარაუდებს, ხოლო შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს და კედელზე გამოაკრავს
ფილფჩარტზე ჩამოწერილ ამ სიტყვათა განმარტებებს.
(ეს სიტყვებია: მოწყალე, გადაულოცა,
განაგებდა, ჩვევა, სიკეთის ქმნა)
|
ცხრილზე მუშაობა
|
წყვილებში
|
ცხრილი „სიტყვის გამომძიებელი“.
უცხო სიტყვების განმარტება
დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში.
|
3 წთ.
|
5
|
მინიშნებებით დაფარული ილუსტრაციების
ამოცნობა.
მასწავლებელს დაფაზე შებრუნებული
ფორმით გამზადებული აქვს ილუსტრაციები (მოხუცი მეფე, უფლისწული, გვირგვინი) მოსწავლეებს
აძლევს მინიშნებებს და ისინი მინიშნებების საფუძველზე ამოიცნობენ ილუსტრაციებს
|
მთელ კლასთან
|
სურათები: მოხუცი მეფე, უფლისწული,
მეფის გვირგვინი. ილუსტრაციების გამოყენება მოსწავლეებში შემოიტანს ხალისიან განწყობილებას
და აქვე გაჟღერდება იგავ-არაკის მთავარი პერსონაჟები - მეფე და მისი შვილი.
|
2 წთ.
|
|
6
|
იგავ-არაკის „უკან მიდევნებული ლამპარი“ გაცნობა.
მასწავლებელი ელექტრონული წიგნის
გამოყენებით აცნობს მოსწავლეებს ტექსტს და დროდადრო აძლევს განმარტებებს.
|
ტექსტის წაკითხვა;
ვერბალური ახსნა;
ვიზუალური ეფექტის გამოყენება.
|
მთელი კლასი
|
საპრეზენტაციო ფაილში შექმნილი
ელექტრონული წიგნი.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის
დიდი მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინოების გამოყენებას, საგნებისა და მოვლენების ვიზუალურ
აღქმას, რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიაზრონ მოსმენილი ტექსტი.
|
5 წთ.
|
7
|
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეთა მიერ.
მასწავლებელი გაგრძელების მეთოდის
გამოყენებით წააკითხებს მოსწავლეებს ტექსტს.
|
კითხვა
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო
|
7 წთ.
|
8
|
წაკითხული ტექსტის ირგვლივ
კითხვების დასმა.
მასწავლებელი კითხვების საშუალებით
არკვევს თუ რამდენად გაიაზრეს მოსწავლეებმა ტექსტი და რამდენად ჩასწვდნენ იგავის
დედააზრს.
კითხვები:
·
როგორ ახასიათებს ავტორი მოხუც მეფეს?
·
რა დაუბარა მოხუცმა მეფემ შვილს?
·
რა უცნაური ჩვევა ჰქონდა ახალგაზრდა მეფეს?
·
რომელ წინადადებაშია მოცემული იგავის მთავარი აზრი?
·
იგავის მიხედვით რისი კეთება არ უნდა დააგვიანოს ადამიანმა?
·
ეთანხმებით თუ არა ახალგაზრდა მეფეს? რატომ?
|
კითხვა-პასუხი
მსჯელობა
|
მთელი კლასი
|
5 წთ.
|
|
9
|
ტექსტიდან არსებითი სახელებისა
და ზმნების ამოწერა.
მასწავლებელი ჯგუფებს მიცემს
დავალებებს: პირველი ჯგუფი ამოიწერს იგავიდან ხუთ არსებით სახელს, ხოლო მეორე ჯგუფი
ხუთ ზმნას. დავალების შესრულების შემდეგ წაიკითხავენ ამოწერილ სიტყვებს.
|
სიტყვების ამოკრება
|
ჯგუფური მუშაობა
|
თაბახის ფურცლები,
კალამი
|
5 წთ
|
10
|
ტექსტიდან ამოწერილი არსებითი სახელებითა და ზმნებით
წინადადებების შედგენა.
ჯგუფები გაცვლიან წინა აქტივობაზე შესრულებულ დავალებებს
და ტექსტიდან ამოკრებილ თითოეულ სიტყვაზე
შეადგენენ თითო წინადადებას. (თითოეული ჯგუფი ადგენს ხუთ წინადადებას) შესრულებულ
დავალებას მოსწავლეები ხმამაღლა წაიკითხავენ.
|
წინადადების შედგენა
|
ჯგუფური მუშაობა
|
თაბახის ფურცლები,
კალამი
|
7 წთ
|
11
|
გაკვეთილის შეჯამება/ შეფასება.
აქტივობის მიზანია მასწავლებელმა
მოსწავლეებთან ერთად კითხვა პასუხის რეჯიმში მოკლედ შეაჯამოს გაკვეთილი. მოსწავლეებს
მისცეს უკუკავშირი განმავითარებელი კომენტარების გამოყენებით.
|
კითხვა-პასუხი;
საუბარი;
უკუკავშირი
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა.
უკუკავშირს მასწავლებელი მოსწავლეებს
მისცემს შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.
|
3 წთ.
|
12
|
საშინაო დავალების მიცემა.
მასწავლებელი დაყოფს ტექსტს
ეპიზოდების მიხედვით და დავალებად მიცემს მოსწავლეებს შექმნან ეპიზოდის შინაარსის
მიხედვით ნახატი და დაასათაურონ.
|
ნახატის შექმნა
|
ინდივიდუალურად
|
მოსწავლეები გამოიყენებენ ფორმატის
ფურცლებს, უბრალო და ფერად ფანქრებს. აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი
უნარჩვევების განვითარებაში. შექმნილ რესურს გამოიყენებენ მომდევნო გაკვეთილზე ტექსტის
თხრობისას.
|
1წთ
|
Ø მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
მოსწავლე:Ø ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
კრიტერიუმები
|
გასაუმჯობესებელია
|
საშუალო
|
კარგი
|
ტექსტის შინაარსისა
და მთავარი იდეის გააზრება.
|
ასახელებს
ტექსტის თემას, უძნელდება იგავში მოცემული შეგონების ამოცნობა, უძნელდება
ტექსტის დედააზრის ჩამოყალიბება.
|
ასახელებს
ტექსტის თემას, ამოიკითხავს ტექსტში მოცემულ შეგონებას, უმეტესად ამოიკითხავს ტექსტის
ცალკეულ ნაწილებში მოცემულ ინფორმაციას. მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით მეტნაკლებად
აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
|
ამოიცნობს
და ასახელებს ტექსტის თემას, ასახელებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებში მოცემულ ინფორმაციას;
გამოყოფს და ამოიკითხავს იგავში მოცემულ შეგონებას, ნათლად აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
|
კითხვებზე პასუხის გაცემა, საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება.
|
უძნელდება
ტექსტის ორგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხი, პასუხის გაცემისას ხშირად შემოიფარგლება
ერთ-ორი სიტყვით. თავს იკავებს / ან უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
|
დასმულ
კითხვებზე პასუხი ხშირად სწოორია, პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მეტნაკლებად
მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
|
ნათლად
და კონკრეტულად პასუხობს დასმულ კითხვებს. პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მოჰყავს
შესაბამისი მაგალითები.
|
ჯგუფში თანამშრომლობა
|
თავს
იკავებს ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობისაგან. შემოიფარგლება მხოლოდ მოსმენით.
|
ხშირად
ერთვება მუშაობის პროცესში, ისმენს სხვის მოსაზრებას, უმეტესად შეაქვს წვლილი სამუშაოს
შესრულებაში.
|
აქტიურად
არის ჩართული ჯგუფურ სამუშაოში, ისმენს და იზიარებს სხვის მოსაზრებას, შეაქვს საკუთარი
წვლილი სამუშაოს შესრულებაში.
|
თარიღი : 27.03.2019 წ.
[1] მასწავლებელმა უნდა მიუთითოს , თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე და მოახდინოს შესაბამისი
აქტივობის მოდიფიცირება.
გაკვეთილის გეგმის ფორმა
N 2
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი
დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, კლასი - IV
მოსწავლეთა რაოდენობა[1] : 8
გაკვეთილის თემა : „უკან მიდევნებული
ლამპარი“ - სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
გაკვეთილის მიზანი :
ü ილუსტრაციის გამოყენებითა და
საკუთარი სიტყვებით იგავის შინაარსის გადმოცემა.
ü იგავის მთავარი სათქმელის გააზრება.
ü ტექსტში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით
ლოგიკური დასკვნების გამოტანა და წინადადებების დასრულება.
ü ტექსტიდან ამოწერილი ზედსართავი სახელებისათვის საპირისპირო მნიშვნელობის
მქონე სიტყვების შერჩევა, წინადადებების შედგენა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:
გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობს ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები
გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ
- ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა
და ინდიკატორებს.
თემა
შეესაბამება IV კლასის ქართული ენის თემატურ-კალენდარულ
გეგმას.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
|
საუბარი
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე
ჩამოწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. აღნიშნული რესურსი ხელს შეუწყობს, გაკვეთილის
ორგანიზებულად ჩატარებას.
მასწავლებელი ასევე გამოიყენებს
კომპიუტერს და პროექტორს. მთელ გაკვეთილს თან გაჰყვება გაკვეთილის გეგმის ელექტრონული
პრეზენტაცია.
|
3 წთ
|
2
|
„ჩემი მეგობრის ერთი დადებითი
თვისება“
მოტივაციის ამაღლებისა და დადებითი
განწყობის შექმნის მიზნით მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ და დაასახელონ
ერთერთი თანაკლასელის ერთი დადებითი თვისება.
|
გამოკითხვა
|
მთელი კლასი
|
2 წთ
|
|
3
|
იგავ-არაკის „უკან მიდევნებუი
ლამპარი“ წაკითხვა.
მასწავლებელი გაგრძელებითი
კითხვის მეთოდით სახელმძღვანელოში წააკითხებს
მოსწავლეებს ტექსტს.
|
ტექსტის გაგრძელებით კითხვა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში ტექსტის წაკითხვა
დაეხმარება მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე ახსნილი ტექსტის გახსენებაში.
|
4 წთ
|
4
|
კითხვებზე პასუხის გაცემით
ტექსტის შინაარსის და იდეის ცოდნის შემოწმება.
მასწავლებელი კლასს დაუსვამს
კითხვებს და ამოწმებს რამდენად გააზრებული აქვთ მოსწავლეებს იგავის შინაარსი და დედააზრი.
კითხვები:
·
რატომ გაამეფა ხელმწიფემ შვილი თავის სიცოცხლეშივე?
·
რა დაუბარა მოხუცმა მეფემ შვილს?
·
როგორ განაგებდა ახალგაზრდა მეფე ქვეყანას?
·
რა უცნაური თვისება ჰქონდა ახალგაზრდა მეფეს?
·
თავისი საქციელით მამისთვის რისი თქმა უნდოდა ახალგაზრდა მეფეს?
მოძებნეთ ტექსტში, რომელ წინადადებაშია გადმოცემული
იგავის მთავარი სათქმელი?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
წინასწარ მომზადებული კითხვები,
რათა გაარკვიოს მასწავლებელმა რამდენად გააზრებული აქვთ მოსწავლეებს იგავის შინაარსი
და მთავარი სათქმელი.
|
6 წთ
|
5
|
ტექსტის თხრობა მოსწავლეების მიერ შექმნილ ილუსტრაციებზე დაყრდნობით.
მასწავლებელი გამოიკითხავს
საშინაო დავალებას სადაც მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ნახატი იგავის ეპიზოდების მიხედვით.
მოსწავლეები ინდივიდუალურად წარადგენენ დავალებას და მოყვებიან ნახატის შესაბამის
ეპიზოდს. თხრობისას დაიცავენ შინაარსის თანმიმდევრობას. შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან
გაამთლიანონ ეპიზოდები და მოყვებიან იგავის შინაარს სრულად.
|
თხრობა,
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
|
იგავის ეპიზოდების მიხედვით
შექმნილი ილუსტრაციები.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი
დაეხმარება მათ ტექსტის თხრობაში და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, ტექსტის შინაარსის ვიზუალურად წარმოდგენაში.
|
10 წთ
|
6
|
მსჯელობა - საკუთარი აზრის
დაფიქსირება.
მასწავლებელი მინი დისკუსიისათვის
დასვამ შეკითხვას და მოსწავლეებს სთხოვს დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება შემდეგ
საკითხებზე:
1)
თქვენი აზრით რას უფრო მეტი ძალა აქვს: საკუთარი საქციელით
აგრძნობინო ადამიანს, თუ რა შეცდომას უშვებს,
თუ პირდაპირ უთხრა როგორ გამოასწოროს შეცდომა?
2)
უკან მიდევნებული ლამპარი, რომელიც თავის საქმეს ვერ ასრულებს იგივეა
რაც ფუჭი, უაზრო, უშედეგო საქმე. მაშინ წინ
წამძღვარებული ლამპარი რისი სიმბოლო იქნება?
(საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი
მიმანიშნებელი კითხვებით დაეხმარება მოსწავლეებს დააფიქსირონ თავიანთი აზრი აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით)
|
მინი დისკუსია
|
მთელი კლასი
|
წინასწარ მომზადებული კითხვები
დისკუსიისათვის
|
5 წთ
|
7
|
წინადადებების დასრულება და
ახალგაზრდა მეფის ხასიათის თვისებების ახსნა.
მასწავლებელი მოსწავლეებს წყვილებში
აძლევს დავალებას დაასრულონ წინადადებები:
ა) ახალგაზრდა მეფე მორიდებულია,
რადგან .... .
ბ) ახალგაზრდა მეფე გონიერია,
რადგან ....
გ) ახალგაზრდა მეფე კეთილი
და კაცთმოყვარეა, რადგან ....
|
სიტყვანაკლული წინადადებების
დასრულება
|
წყვილებში
|
ფორმატის ფურცელზე წინასწარ
მომზადებული დაუსრულებელი წინადადებები.
|
5 წთ
|
8
|
ზედსართავი სახელებისთვის საპირისპირო
მნიშვნელობის მქონე სიტყვების შერჩევა და ზედსართავი სახელის გამოყენებით წინადადების
შედგენა.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
მოცემული ზედსართავი სახელების გამოყენებით
იმუშაონ „სიტყვის პირამიდაზე“ (ზედსართავი სახელები: სამართლიანი, მოწყალე, მდიდარი,
კეთილი, მოხუცი, გონიერი.)
|
მაორგანიზებელ სქემაზე მუშაობა
|
ჯგუფური
|
ფილფჩარტი, რომელზეც დატანებული
მაორგანიზებელი სქემები - „სიტყვის პირამიდა,“ მარკერი.
აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
|
7 წთ
|
9
|
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება.
მასწავლებელი გაკვეთილის შეჯამებისას
გამოიყენებს არჩევით პასუხიან ტესტს, ელექტრონული სლაიდებით. მოსწავლეები ზეპირი გზით დაასახელებენ შესარჩევ
სიტყვას. მათთან ერთად მოკლედ შეაფასებს გაკვეთილს და მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ
კომენტარებს.
|
კითხვა-პასუხი;
კითხვებისთვის სწორი პასუხის
შერჩევა
|
მთელი კლასი
|
ელექტრონული სლაიდები, სადაც
მოცემულია არჩევით პასუხიანი დავალებები.
მასწავლებელი მოსწავლეებს უკუკავშირს
მისცემს შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით.
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
Ø ამოიცნობს ნაწარმოების თემას,
დედააზრს (მთავარ იდეას).
Ø საკუთარი სიტყვებით გადმოცემს
ტექსტის მოკლე შინაარსს,
Ø გამოყოფს ტექსტის მთავარ საკითხებს,
ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს,
მიზნებს;
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
Ø დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში
სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების
აღსაწერად.
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის
შესაბამისად გამოყენება.
Ø იყენებს მოდელს, საყრდენებს,
მითითებებს; საჭიროებისამებრ, იყენებს მარტივ გრაფიკულ მაორგანიზებლებს;
გაკვეთილისბოლოს მოსწავლე ილუსტრაციებზე
დაყრდნობითა და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, გააზრებული აქვს იგავის
მთავარი სათქმელი. ფაქტებზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნები, ასრულებს დაწყებულ წინადადებას და ხსნის პერსონაჟის
ხასიათის თვისებებს. ასახელებს მოცემული სიტყვების საპირისპირო მნიშვნელობის მქონე
სიტყვებს და ადგენს წინადადებებს.
შეფასება : მოსწავლეები შფასდებიან განმავითარებელი შფასებით
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
|
გასაუმჯობესებელი
|
საშუალო
|
კარგი
|
ტექსტის გაგება-გააზრება.
|
უძნელდება
საკუთარი სიტყვებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა. ვერ სწვდება ტექსტის დედააზრს.
|
საკუთარი
სიტყვებით დამაკმაყოფილებლად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, მეტნაკლებად იაზრებს ტექსტის
ცალკეულ მონაკვეთში არსებულ ინფორმაციას. მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით საუბრობს
ტექსტის დედააზრზე.
|
საკუთარი
სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს. გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის
არსებულ ინფორმაციას. სწვდება ტექსტის დედააზრს.
|
გაკვეთილში ჩართულობა
|
იშვიათად
მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში, უძნელდება დასმულ კითხვებზე გააზრებული პასუხის
გაცემა. უმეტესად სხვებზე მოსმენით შემოიფარგლება
|
ხშირად
მონაწილეობს და წარმართავს საკლასო მსჯელობას. დასმულ კითხვებზე პასუხი მეტნაკლებად
გააზრებულია. უსმენს სხვებს და ამჟღავნებს სხვისი აზრის პატივისცემას.
|
ყოველთვის
მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას, დასმულ კითხვაზე სცემს
გააზრებულ პასუხს. უსმენს სხვებს და ამჟღავნებს
სხვისი აზრის პატივისცემას.
|
გრამატიკული უნარ-ჩვევები
|
უძნელდება
მოცემული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვის დასახელება. დასახელებული
სტყვების გამოყენებით, ხშირად ადგენს წინადადებას.
|
უმეტეს
შემთხვევაში ასახელებს მოცემული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვას.
მოცემული სიტყვების გამოყენებით ადგენს მარტივ წინადადებას.
|
ასახელებს
მოცემული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვას. მოცემული სიტყვების გამოყენებით
ადგენს ლექსიკურად გამართულ წინადადებას.
|
ხელმოწერა :
თარიღი : 28.03.2019 წ
გაკვეთილის გეგმის ფორმა
N 3
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, IV კლასი
გაკვეთილის თემა : „ენით დაკოდილი“ - სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლემ შეძლოს:
Ø ტექსტის მოსმენა, გაწაფულად წაკითხვა,
შინაარსის გაგება-გააზრება;
Ø ტექსტის ძირითადი თემის და იდეის გააზრება;
Ø წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება;
Ø სინონიმური წყვილების დაჯგუფება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:
გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული
წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის
მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო
მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო
წლის მოცემულ პერიოდთან და ა.შ)
გაკვეთილის
მიზნები გამომდინარეობს ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის
მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
თემა
შეესაბამება IV კლასის ქართული ენის თემატურ-კალენდარულ
გეგმას.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
|
საუბარი
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე
ჩამოწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. ასევე
მასწავლებელი გამოიყენებს კომპიუტერსა და პროექტორს. აღნიშნული რესურსი ხელს
შეუწყობს, გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
მთელ გაკვეთილს თან მიჰყვება
გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.
|
3 წთ
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება.
გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, ზეპირი
გზით მასწავლებელი გამოიკვლევს წინარე ცოდნას, დაადგენს თუ რამდენად გააზრებული აქვთ
მოსწავლეებს იგავის დანიშნულება და რამდენად ახსოვთ წინა გაკვეთილებზე მოსმენილი
ინფორმაცია და შეგონება.
·
რა უწოდა სულხან-საბა ორბელიანმა თავისი იგავ-არაკების კრებულს?
·
რატომ უწოდა „სიბრძნე სიცრუისა“?
·
სულხან-საბა ორბელიანის რომელი იგავ-არაკი შევისწავლეთ წინა გაკვეთილებზე?
·
გაიხსენეთ შეგონება, რომელიც ახალგაზრდა მეფემ თავის მამას უთხრა?
(შეგონებას მოსწავლეები გამოაკრავენ
დაფაზე)
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
5 წთ
|
|
3
|
სიტყვის „დაკოდილი“ განმარტება.
ახალი ტექსტის სათაურის გააზრება.
მასწავლებელი
გამოიყენებს მაორგანიზებელ სქემას „სიტყვის პირამიდა“ მოსწავლეებთან ერთად განმარტავს
სიტყვას „დაკოდილი“, ამ სიტყვის გამოყენებით მოსწავლეები შეადგენენ წინადადებას.
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს თუ რას უნდა ნიშნავდეს - „ენით დაკოდილი“.
|
მაორგანიზებელ სქემაზე მუშაობა
|
მთელი კლასი
|
მაორგანიზებელი ცხრილი
„სიტყვის პირამიდა“
მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ
ძველ ქართულ სიტყვას „დაკოდილი“ გამოთქვამენ ვარაუდებს სათაურთან დაკავშირებით.
|
2 წთ
|
4
|
იგავის „ენით დაკოდილი“ გაცნობა.
მასწავლებელი ჯერ აჩვენებს იგავის მიხედვით შექმნილ
ელექტრონულ ფილმს.(ქვიშის სამყარო), შემდეგ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს წაუკითხავს
და თან მიცემს განმარტებებს.
|
ფილმის ჩვენება
ტექსტის წაკითხვა
|
მთელი კლასი
|
აღნიშნული რესურსის გამოყენება მოსწავლეებში გამოიწვევს
ინტერესს, ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას და ტექსტის უკეთ გააზრებას.
|
8 წთ
|
5
|
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეთა
მიერ.
გაგრძელების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები ხმამაღლა
წაიკითხავენ ტექსტს.
|
ტექსტის გაგრძელებით წაკითხვა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
5 წთ
|
6
|
წაკითხულის გააზრება.
კითხვა-პასუხის მეთოდით მასწავლებელი გამოიკვლევს
თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა იგავის შინაარსი და მისი მთავარი სათქმელი.
·
რა უძღოდა წინ დათვის სახლში მიპატიჟებას?
·
როგორ გამოხატა კაცმა გულითადი დამოკიდებულება დათვის მიმართ?
·
როგორ მოიქცა კაცის ცოლი? შაფასეთ უნებლიეთ მოსდის ქალს ეს თუ განძრახ
იქცევა ასე?
·
რატომ ჰქონდა თან ცული დათვთან მისულ კაცს?
·
რა მოხდა უცნაური დათვთან სტუმრობის დროს?
·
აღწერეთ დათვისა და კაცის ბოლო შეხვედრა?
·
რა დაუპირისპირა ერთმანეთს დათვმა? ვის ეკუთვნოდა დათვის საყვედური?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
კითხვები ტექსტის გააზრებისთვის.
|
7 წთ
|
7
|
გრამატიკა - სინონიმური წყვილების
შერჩევა-დაჯგუფება.
მასწავლებელი ჯგუფებს თხოვს მოცემული სიტყვები
დააჯგუფონ შინაარსით მახლობელ სიტყვათა წყვილებად.
|
პრაქტიკული მუშაობა
|
ჯგუფური მუშაობა
(ორი ჯგუფი)
|
წინასწარ შერჩეული სიტყვები
სინონიმური წყვილებიდან ერთერთი სიტყვა ტექსტიდანაა
ამოწერილი. აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,
ტექსტის შინაარსის უკეთ გააზრებას.
|
8 წთ
|
8
|
შეჯამება - შეფასება;
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კითხვა-პასუხის
რეჟიმში შეაჯამებს გაკვეთილს:
·
რა იყო დღევანდელი გაკვეთილის თემა?
·
როგორ შეიძლება ადამიანი ენით დაიკოდოს?
·
რა ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეთ ამ იგავით?
მასწავლებელი შეფასების რუბრიკაზე
დაყრდნობით მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ კომენტარებს.
|
კითხვა-პასუხი;
საუბარი.
|
მთელი კლასი
|
კითხვები გაკვეთილის შჯამებისთვის;
შეფასების რუბრიკა.
|
5 წთ
|
9
|
საშინაო დავალება.
წერილობით მოკლედ გადმოსცენ
იგავის შინაარსი და ამ იგავის მთავარი სათქმელი: რას ასწავლის ადამიანებს ეს მეიგავე. ნაწერი გააფორმონ ილუსტრაციით.
|
წერითი სამუშაო
|
ინდივიდუალური
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივსინტაქსური
კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო
ნორმების დაცვა.
Ø მასწავლებლის მიერ მითითებული
ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმებს,
ანტონიმებს...)
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø გაბმულად (შეფერხებების გარეშე),
სათანადო ტემპითა და შესაბამისი ინტონაციით ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ და უცნობ ტექსტებს/ტექსტების
მონაკვეთებს;
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
Ø ამოიცნობს ნაწარმოების თემას,
დედააზრს (მთავარ იდეას).
Ø აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას
- ვის ეკუთვნის, ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი (მაგ., რჩევის მიცემა,
ინფორმირება, ახსნა, საყვედურის გამოთქმა, შენიშვნის მიცემა, საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და სხვა);
Ø საუბრობს სათაურისა და ტექსტის
აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული
საკითხების შეფასება.
Ø მონაწილეობს წაკითხულის შესახებ
გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს
წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს გააზრებული აქვს ტექსტის
შინაარსი, გამოყოფს ტექსტის ძირითად იდეას, გაბმით, სათანადო ინტონაციით კითხულობს
ტექსტს, აფიქსირებს წაკითხულის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, აჯგუფებს სინონიმურ
წყვილებს. მონაწილეობს გაკვეთილის შეჯამებაში.
შეფასება : მოსწავლეები შეფასდებიან
განმავითარებელი კომენტარებით
შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
|
გასაუმჯობესებელია
|
საშუალო
|
კარგი
|
ტექსტის შინაარსისა
და მთავარი იდეის გააზრება.
|
ასახელებს
ტექსტის თემას, უძნელდება იგავში მოცემული შეგონების ამოცნობა, უძნელდება
ტექსტის დედააზრის ჩამოყალიბება.
|
ასახელებს
ტექსტის თემას, ტექსტში პოულობს მითითებულ ინფორმაციას, ამოიკითხავს ტექსტში მოცემულ
შეგონებას, მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით
აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
|
ამოიცნობს და ასახელებს ტექსტის თემას, ტექსტიდან
გამოყოფს კონკრეტულ ინფორმაციას, ავლენს შინაარსის ცოდნას; გამოყოფს და ამოიკითხავს იგავში მოცემულ შეგონებას,
ნათლად აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
|
ზეპირმეტყველება -კითხვებზე პასუხის გაცემა, საკუთარი
მოსაზრების ჩამოყალიბება.
|
უძნელდება
ტექსტის ორგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხი, პასუხის გაცემისას ხშირად შემოიფარგლება
ერთ-ორი სიტყვით. თავს იკავებს / ან უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
|
დასმულ
კითხვებზე პასუხი ხშირად სწოორია, პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მეტნაკლებად
მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
|
ნათლად
და კონკრეტულად პასუხობს დასმულ კითხვებს. პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მოჰყავს
შესაბამისი მაგალითები.
|
კითხვის ტექნიკის ფლობა
|
შეცდომით
წაკითხული სიტყვების რაოდენობა დიდია. უჭირს გაბმულად, სათანადო ინტონაციით კითხვა.
|
შეცდომით
წაკითხული სიტყვების რაოდენობა უმნიშვნელოა. ზოგჯერ ცვლის ხმას შესაბამისი ინტონაციის
მიხედვით.
|
უშეცდომოდ
კითხულობს ყველა სიტყვას. კითხულობს გაბმით, შესაბამისი ინტონაციით იყენებს მახვილებს
და პაუზებს.
|
ხელმოწერა :
თარიღი : 29. 03. 2019 წ
გაკვეთილის გეგმის ფორმა
N 4
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი
დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, I V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა[1] : 8
გაკვეთილის თემა : „ენით დაკოდილი“ - სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით
გაკვეთილის მიზანი :
Ø მოსწავლემ შეძლოს ტექსტის შინაარსისა
და მთავარი სათქმელის გააზრება;
Ø ინფორმაციის მოსმენა, გაგება;
Ø სიუჟეტური ხაზის აღქმა და არეული
ტექსტის დალაგება;
Ø არსებითი სახელის ბრუნება და
მითითებულ ბრუნვაში მყოფი არსებითი სახელით წინადადების შედგენა.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
:
გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობს
ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის
მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
თემა შეესაბამება IV კლასის ქართული
ენის თემატურ-კალენდარულ გეგმას.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
|
საუბარი
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე ჩამოწერილი გაკვეთილის
თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. ასევე
მასწავლებელი გამოიყენებს კომპიუტერსა და პროექტორს. აღნიშნული რესურსი ხელს
შეუწყობს, გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
მთელ გაკვეთილს თან მიჰყვება
გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.
|
3 წთ
|
2
|
მცირე ინფორმაციის მიწოდება
ცნობილი მეიგავეების შესახებ.
ელექტრონული სლაიდების გამოყენებით მასწავლებელი
მოსწავლეებს მიაწვდის მცირე იფორმაციას ცნობილი მეიგავეების შესახებ. (ეზოპე, ლაფონტენი,
კრილოვი)
|
საუბარი;
პრეზენტაცია
|
მთელი კლასი
|
Powerpoint - ის საშუალებით წარმოდგენილი ელ.პრეზენტაცია.
რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
ინფორმაციის უკეთ აღქმას, მოტივაციის აღძვრას.
|
4 წთ
|
3
|
საშინაო დავალების წარმოდგენა.
მასწავლებელი გამოიკითხავს წინა გაკვეთილზე მიცემულ
დავალებას.
„წერილობით მოკლედ გადმოსცენ იგავის შინაარსი და
ამ იგავის მთავარი სათქმელი: რას ასწავლის ადამიანებს ეს მეიგავე. ნაწერი გააფორმონ ილუსტრაციით.“
(რამოდენიმე მოსწავლე ხმამაღლა
წაიკითხავს დავალებას)
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
|
6 წთ
|
|
4
|
ზეპირმეტყველება - ტექსტის
შინაარსის გააზრება, დედააზრის დაფიქსირება.
მასწავლებელი კითხვა-პასუხის მეთოდით დაადგენს
თუ რამდენად ფლობენ მოსწავლეები გაკვეთილის შინაარსს და იაზრებენ იგავის მთავარ სათქმელს.
კითხვები დავალებები:
·
დაასახელეთ იგავის პერსონაჟები;
·
როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა დათვსა და კაცს შორის?
·
როგორ გამოხატა კაცმა დათვისადმი გულითადი დამოკიდებულება?
·
რამ ატკინა გული დათვს?
·
რა მოხდა უცნაური დათვთან სტუმრობის დროს?
·
აღწერეთ დათვისა და კაცის ბოლო შეხვედრა.
·
რა არის იგავის მთავარი სათქმელი რისი თქმა უნდოდა ავტორს?
|
კითხვა-პასუხი;
საუბარი/მსჯელობა;
|
მთელი კლასი
|
აქტივობისათვის წინასწარ მომზადებული
კითხვები
|
6 წთ
|
5
|
გაანალიზე, რომელი გამოთქმა
არ უკავშირდება იგავს - „ენით დაკოდილი“
ა) სიტყვით მკვდარს სიტყვა
არ აღადგენს!
ბ) გველსა ხვრელით ამოიყვანს
ენა ტკბილად მოუბარი!
გ) ხერხი სჯობია ღონესა თუ
კაცი მოიგონებსა!
დ) ენა კლავს და ენა არჩენს!
მოსწავლეები წყვილებში შეარჩევენ
სწორ პასუხს.
|
სწორი პასუხის შერჩევა
|
წყვილებში
|
ბარათზე ჩამოწერილი გამონათქვამები;
|
2წთ
|
6
|
გრამატიკა -
ვაბრუნოთ არსებითი სახელები: დათვი და კაცი.
მასწავლებელი წყვილებში, ნაწილს სთხოვს, რომ აბრუნონ
სიტყვა დათვი და ნაწილმა - კაცი. სახელობითი
და მიცემითი ბრუნვის ფორმებით შეადგინონ წინადადებები.
|
სახელის ბრუნება
|
წყვილებში
|
სამუშაო ფორმატის ფურცელი,
სადაც მოცემულია დავალების ინსტრუქცია.
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები
გამეორებით წაიკითხავენ ინსტრუქციას და დაზღვეული იქნებიან გაუგებრობისაგან.
|
5 წთ
|
7
|
ტექსტის სიუჟეტური ხაზის აღქმა
და არეული ტექსტის დალაგება.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,
რომ არეული ტექსტი დაალაგონ.
მოსწავლეები წაიკითხავენ წინადადებებად დანაწევრებულ ტექსტს და დაალაგებენ
სქემის გამოყენებით.
|
პრაქტიკული მუშაობა სქემაზე
„დროის ღერძი“
|
ჯგუფური
|
სქემა - „დროის ღერძი;“
მოსწავლეები სქემაზე დატანებული
სიტყვების - „ჯერ, შემდეგ, ბოლოს“ - საშუალებით
შეძლებენ ტექსტის სიუჟეტური ხაზის გახსენებას და წინადადებების დალაგებას.
|
15 წთ
|
8
|
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება.
მასწავლებელი კითხვა-პასუხის
მეთოდით შეაჯამებს გაკვეთილს.
·
როგორ ჩამოაყალიბებდით დღევანდელი გაკვეთილის შეგონებას?
·
გარდა სულხან-საბა ორბელიანისა კიდევ რომელი მეიგავარაკეები ვიცით?
·
რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით
მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ კომენტარებს.
|
კითხვა-პასუხი;
საუბარი
|
მთელი კლასი
|
შფასების რუბრიკა
|
4 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
Ø მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში
ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
Ø მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების
სიუჟეტურ ხაზს და თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს;
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივსინტაქსური
კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო
ნორმების დაცვა.
Ø სწორად უთანხმებს ზმნას არსებით
სახელებსა და ნაცვალსახელებს პირისა და რიცხვის მიხედვით;
Ø მეტყველებს მკაფიოდ და გარკვევით;
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
Ø გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას,
ცდილობს მის ახსნას.
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური
კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა
და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø მხატვრული ტექსტის შინაარსის
გადმოცემისას ცდილობს ავტორისეული ლექსიკის
გამოყენებას;
Ø ავლენს სახელის ფორმაცვალების
წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების
მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის შინაარსისა და დედააზრის
გააზრება, ინფორმაციის მოსმენა, გაგება; შეძლეს სიუჟეტური ხაზის აღქმა და არეული ტექსტის
დალაგება; შეძლეს სახელის ბრუნება და წინადადებების შედგენა.
შეფასება : მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით.
კრიტერიუმები
|
გასაუმჯობესებელია
|
საშუალო
|
კარგი
|
მიმართულება
- ზეპირმეტყველება.
|
უძნელდება
მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე. კითხვებზე პასუხი ხშირად შემოიფარგლება
ერთი ან ორი სიტყვით.
|
ხშირად
ერთვება ნაწარმოების ირგვლივ გამართულ მსჯელობაში, დასმულ კითხვებზე პასუხი ხშირ
შემთხვევაში გააზრებულია. მეტყველებს გამართულად.
|
შეუძლია მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და
პერსონაჟებზე. დასმულ კითხვებზე სცემს გააზრებულ პასუხებს; მეტყველებს მკაფიოდ და
გარკვევით.
|
სიუჟეტური
ხაზის აღქმა და არეული ტექსტის დალაგება.
|
უჭირს
ტექსტის სიუჟეტური ხაზის გახსენება; ვერ ალაგებს წინადადებებს შინაარსის თანმიმდევრულობის
დაცვით. ხშირად თავს იკავებს ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩართვაზე.
|
უმეტესად
იხსენებს ტექსტის სიუჟეტურ ხაზს და ჯგუფთან ერთად ალაგებს წინადადებებს; შინაარსის
თანმიმდევრულობის დაცვის მხრივ შეცდომები მცირეა.
|
იხსენებს
ტექსტის სიუჟეტურ ხაზს და ჯგუფთან ერთად ალაგებს წინადადებებს შინაარსის თანმიმდევრულობის
დაცვით.
|
გრამატიკული
უნარ-ჩვევები;
სახელის
ბრუნვის ფორმების ცოდნა,
სახელის
ბრუნება, წინადადებების შედგენა.
|
ვერ
ავლენს სახელის ფორმაცვალების წესის ცოდნას; უძნელდება არსებითი სახელის ბრუნება,
მითითებული ბრუნვის ფორმებით, სხვების დახმარებით
ადგენს წინადადებებს.
|
ჩამოწერს
ბრუნვის ფორმებს, არსებითი სახელების ბრუნებისას დაშვებულია მცირე შეცდომები. მითითებული
ბრუნვის ფორმის გამოყენებით ადგენს მარტივ წინადადებებს.
|
ავლენს
სახელის ფორმაცვალების წესის ცოდნას; აბრუნებს
არსებით სახელებს, მითითებული ბრუნვის ფორმის გამოყენებით ადგენს წინადადებებს.
|
ხელმოწერა :
თარიღი : 01.04.2019 წ
[1] მასწავლებელმა უნდა მიუთითოს , თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე და მოახდინოს შესაბამისი
აქტივობის მოდიფიცირება.
გაკვეთილის გეგმის ფორმა
N 5
მასწავლებლის სახელი , გვარი : ნანი
დიმიტრაძე
პირადი ნომერი : 61005000
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი საფეხური, IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა[1] : 8
გაკვეთილის თემა : სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „უტკბესი და უმწარესი“
გაკვეთილის მიზანი :
Ø იგავის შინაარსის გააზრება, ძირითადი
იდეის ამოცნობა;
Ø მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ
ამბავსა და პერსონაჟებზე, მათი საქციელის შფასება;
Ø წინარე ცოდნის გააქტიურება და
შესწავლილი იგავ-არაკების საერთო ნიშნის ამოცნობა;
Ø სახელის ბრუნება და მის ფორმაცვალებაზე
დაკვირვება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნებთან :
გაკვეთილის მიზნები გამომდინარეობს
ქართული ენის IV კლასის საგნობრივი პროგრამიდან. მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის
მიზნიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზნები შეესაბამება ესგ - ის მეოთხე კლასის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს. გაკვეთილის თემა შეესაბამება IV კლასის ქართული
ენის თემატურ-კალენდარულ გეგმას.
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი / მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა / ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, დაგეგმილ აქტივობებს, განიხილავს შეფასების კრიტერიუმებს.
შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა მასწავლებელს
გამოკრული აქვს კედელზე.
|
საუბარი;
კითხვა-პასუხი.
|
მთელი კლასი
|
კედელზე გაკრულია ფილფჩარტზე
ჩამოწერილი გაკვეთილის თემა და მიზანი.
შეფასების რუბრიკის ცხრილი, რომელიც მოსწავლეებს
აცნობს თუ რა კომპონენტებით შეფასდებიან ისინი, ქცევის წესების პოსტერი, რომელიც
შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. ასევე
მასწავლებელი გამოიყენებს კომპიუტერსა და პროექტორს. აღნიშნული რესურსი ხელს
შეუწყობს, გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
მთელ გაკვეთილს თან მიჰყვება
გაკვეთილის გეგმის პრეზენტაცია.
|
3 წთ
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება:
მასწავლებელი მოსწავეებს გაახსენებს
წინა გაკვეთილის თემას და შესწავლილ იგავ-არაკში მოცემულ შეგონებას. შეგონებას დაწერენ
და გამოაკრევენ დაფაზე.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ფილფჩარტი, მარკერი
(ეს უკვე სულხან-საბას მეორე
შეგონება იქნება და ასე თვალსაჩინოდ გამოაკრავენ შეგონებებს დაფაზე, რაც შემდგომ
შემაჯამებელ გაკვეთილზე გამოადგებათ)
|
3 წთ
|
3
|
ლექსიკური სავარჯიშო: სიტყვების
-„უტკბესი“ და „უმწარესი“, განმარტება.
მოსწავლეები ჯგუფებში ახსნიან
სიტყვებს, „უტკბესი“ და „უმწარესი“, ამსიტყვების გამოყენებით შეადგენენ წინადადებებს.
|
მაორგანიზებელ სქემაზე მუშაობა
|
ჯგუფური
|
მაორგანიზებელი სქემა - სიტყვის
პირამიდა.
|
3 წთ
|
4
|
ვარაუდების გამოთქმა ტექსტის
შესაძლო შინაარსთან დაკავშირებით.
|
ვარაუდების გამოთქმა
|
მთელი კლასი
|
1 წთ
|
|
5
|
სულხან-საბა ორბელიანის იგავის
, „უტკბესი და უმწარესი“ გაცნობა.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
იგავის მიხედვით შექმნილ ელექტრონულ რესურსს, რომელიც შექმნილია ქვიშაზე ხატვის ხელოვნებით.
|
ფილმის ჩვენება
|
მთელი კლასი
|
„უტკბესი და უმწარესი“- ქვიშის
სამყარო.
აღნიშნული რესურსი ხელს შუწყობს
ტექსტის უკეთ გააზრებასა და მოტივაციის ამაღლებას.
|
5 წთ
|
6
|
ტექსტის კითხვა;
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს
იგავის ბეჭდურ ვერსიას და ხმამაღალი კითხვის მეთოდით წაიკითხავენ. კითხვის დროს ჩაინიშნავენ
გაუგებარ სიტყვებს ან გამოთქმებს.
|
ხმამაღალი კითხვა
|
მთელი კლასი
|
იგავი - „უტკბესი და უმწარესი“
|
5 წთ
|
7
|
ტექსტის გააზრება: კითხვა-პასუხი;
მსჯელობა.
1) რა განსხვავება დაინახეთ იგავის მოსმენილ ვერსიასა და წაკითხულს შორის?
2) როგორ მოიქცა ვეზირი, როცა
მეფემ ყველაზე ტკბილი საჭმლის მორთმევა უბრძანა?
3) რა კერძი მიართვა ვეზირმა
მეფეს, როცა მან ყველაზე მწარე საჭმელი მოითხოვა?
4) ნათქვამში -„ამ ქვეყნად
ყველაზე ტკბილიც და ყველაზე მწარეც ენა არისო“, რა სიტყვით შიძლება შვცვალოთ სიტყვა
„ენა“, აზრი იგივე, რომ დარჩეს?
5) რისი თქმა უნდოდა იგავის
ავტორს, რას აქვს დიდი ძალა?
6) შეარჩიეთ სწორი პასუხი:
რა აერთიანებს სულხან-საბა
ორბელიანის ამ სამ იგავს?
ა) სამივე იგავში მოქმედება
სამეფო კარზე ხდება;
ბ) სამივე იგავში პერსონაჟები
ცდილობენ საქციელით, ქმედებით გამოხატონ
თავიანთი აზრი;
გ) სამივე იგავის მთავარი სათქმელი
ის არის, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს.
|
კითხვა-პასუხი;
მსჯელობა.
|
მთელი კლასი
|
კითხვა-პასუხისთვის და მსჯელობისთვის წინასწარ გამზადებული შეკითხვები.
რესურსი ხელს შეუწყობს ორგანიზებულად
წარიმართოს აქტივობა.
|
10 წთ
|
8
|
სიტყვანაკლული ტექსტის შევსება.
მოსწავლეები ჯგუფურად იმუშავებენ
სიტყვანაკლული ტექსტის შვსებაზე. ტექსტი წარმოადგენს იგავის მოკლე შინაარსს.
|
პრაქტიკული მუშაობა -სიტყვანაკლული
ტექსტის შევსება.
|
ჯგუფური
|
სიტყვანაკლული ტექსტი.
აქტივობა ხელს შეუწყობს ტექსტის
შინაარსის სწორად გააზრებას და სიტყვათა მართლწერის უნარის განვითარებას
|
6 წთ
|
9
|
სიტყვის „მეფე“ ბრუნება და
სიტყვის ფორმაცვალებაზე დაკვირვება.
მოსწავლეები წყვილებში აბრუნებენ
სიტყვა „მეფე“-ს და დააკვირდებიან თუ რომელ გრამატიკულ მოვლენასთან აქვთ საქმე.
|
სახელის ბრუნება
|
წყვილებში
|
5 წთ
|
|
10
|
შეჯამება/შეფასება; უკუკავშირის
მიწოდება.
მასწავლებელი მოსწავლეებთან
ერთად მოკლედ შეაჯამებს გაკვეთილს:
·
რა იყო დღევანდელი გაკვეთილის თემა?
·
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რას გვასწავლის ეს იგავი?
·
რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით
მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ კომენტარებს.
|
კითხვა-პასუხი;
საუბარი
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
|
4 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება
Ø ამოიცნობს ნაწარმოების თემას,
დედააზრს (მთავარ იდეას).
Ø ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს,
მიზნებს
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
Ø მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში
ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების
მიზნის შესაბამისად გამოყენება.
Ø ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის,
ნასწავლი ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად
გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
Ø ავლენს სახელის ფორმაცვალების
წესების ცოდნას (მაგ., სწორად არჩევს სახელის ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების
მიხედვით) და სათანადოდ იყენებს მას;
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს გააზრებული აქვს იგავის
შინაარსი და დედააზრი. მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე. ერთმანეთთან
აკავშირებს შესწავლილ იგავ-არაკებს და აფიქსირებს საერთო ნიშანს. აბრუნებს სახელს და
აკვირდება მის ფორმაცვალებას.
შეფასება : მოსწავლეები შფასდებიან
განმავითარებელი შფასებით
შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
|
გასაუმჯობესებელია
|
საშუალო
|
კარგი
|
ტექსტის შინაარსისა
და მთავარი იდეის გააზრება.
|
ასახელებს
ტექსტის თემას, უძნელდება იგავში მოცემული შეგონების ამოცნობა, უძნელდება
ტექსტის დედააზრის ჩამოყალიბება.
|
ასახელებს
ტექსტის თემას, ამოიკითხავს მითითებულ ინფორმაციას. ავსებს სიტყვანაკლულ წინადადებებს. ამოიკითხავს
ტექსტში მოცემულ შეგონებას, მიმანიშნებელ კითხვებზე დაყრდნობით მეტნაკლებად აყალიბებს
ტექსტის დედააზრს.
|
ამოიცნობს
და ასახელებს ტექსტის თემას, ტექსტიდან გამოყოფს კონკრეტულ ინფორმაციას, ავსებს სიტყვანაკლულ წინადადებებს. გამოყოფს და
ამოიკითხავს იგავში მოცემულ შეგონებას, ნათლად
აყალიბებს ტექსტის დედააზრს.
|
კითხვებზე პასუხის გაცემა, საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება.
|
უძნელდება
ტექსტის ორგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხი, პასუხის გაცემისას ხშირად შემოიფარგლება
ერთ-ორი სიტყვით. თავს იკავებს / ან უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
|
დასმულ
კითხვებზე პასუხი ხშირად სწოორია, პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მეტნაკლებად
მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. უძნელდება საკუთარი მოსაზრების ნათლად ჩამოყალიბება.
|
ნათლად
და კონკრეტულად პასუხობს დასმულ კითხვებს. პასუხის დასასაბუთებლად ტექსტიდან მოჰყავს
შესაბამისი მაგალითები.
|
გრამატიკული უნარ-ჩვევები:
სახელის ბრუნვის ფორმების ცოდნა,
სახელის ბრუნება და ფორმაცვალებაზე დაკვირვება
|
ვერ
ავლენს სახელის ფორმაცვალების წესის ცოდნას; უძნელდება არსებითი სახელის ბრუნება
|
ჩამოწერს
ბრუნვის ფორმებს; აბრუნებს მითითებულ არსებით სახელს; აკვირდება სახელის ფორმაცვალებას,
მაგრამ ვერ ასახელებს ფორმაცვალების მიზეზს.
|
ჩამოწერს
ბრუნვის ფორმებს; აბრუნებს მითითებულ არსებით სახელს; აკვირდება სახელის ფორმაცვალებას,
ასახელებს ფორმაცვალების მიზეზს.
|
ხელმოწერა :
თარიღი : 02.04. 2019წ
[1] მასწავლებელმა უნდა მიუთითოს , თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე და მოახდინოს შესაბამისი
აქტივობის მოდიფიცირება.
Комментариев нет:
Отправить комментарий