თემატური გეგმები, კონფერნციები და სხვა...

კონფერენციაზე წარდგენილი თემა: "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება"




   პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს განუვითაროთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდოთ სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა. საშუალებას იძლევა მეტად ეფექტურად გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  სწავლის პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა შესაფასებლად. პროექტებზე მუშაობისას კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

  როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პროექტებზე სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები, ციფრული წიგნიერება და ა.შ.
  ჩემი სასწავლო პროექტის სახელწოდებაა „პატარა ბზუილა“ პროექტზე მუშაობის დასაწყისში დავადგინე მოსწავლეთა წინარე ცოდნა ფუტკართან დაკავშირებით, ამისათვის გამოვიყენე მეთოდები: „გონებრივი იერიში“, ცხრილი - „ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე“ (შევავსეთ ცხრილის პირველი და მეორე გრაფა).
ვიცი
მინდა ვიცოდე
გავიგე
















 მოსწავლეებს ვაჩვენე ელექტრონული წიგნი „ჭიანჭველა და ფუტკარი“ და შევთავაზე პროექტის დაგეგმვა და მასზე მუშაობა, რათა უფრო მეტი გაგვეგო ამ საოცარი მწერის ცხოვრების წესსა და მისი ადამიანისათვის სარგებლიანობის შესახებ.
 
 თავდაპირველად დავსახეთ სასწავლო პროექტის მიზნები:
·         მოსწავლეებმა შეძლონ ფუტკარზე კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და საგნების შედარებითი დახასიათება;
·         შეძლონ ინფორმაციის სათანადოდ გამოყენება და დიზაინის შექმნა პროექტის შაბლონისა თუ გაზეთისათვის;
·         შეძლონ სხვადასხვა სასწავლო დიქციპლინაში მიღებული ცოდნის ინტეგრირება, თავმოყრა და პროექტზე მუშაობისას პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა, მაგალითად გეომეტრიული ფიგურების თარგის დახაზვა, გამოჭრა და სკის მაკეტის შექმნა;
·         შეძლონ საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას, შაბლონის შევსებისას, გაზეთისა და სლაიდშოუების მომზადებისას;
·         შეზლონ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამოვლენა;
·         შეძლონ, როგორც დამოუკიდებლად ისე ჯგუფთან ერთად მუშაობა;
·         შეძლონ, როგორც  საკუთარი შესაძლებლობებისა და მოსაზრებების წარმოჩენა,  ასევე სხვისი აზრისადმი პატივისცემა

შევარჩიე 21-ე საუკუნის ის უნარები, რომელთა განვითარებაზე ზრუნვის  საშუალებას მომცემდა სასწავლო პროექტი:
         ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
         იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
         სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
         ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

 პროექტმა  მომცა საშუალება  მომეხდინა სხვადასხვა დისციპლინური საგნების ინტეგრირება და გავსულიყავი ესგ გათვალისწინებულ სასწავლო სტანდარტებზე შემდეგ საგნებში: ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება და ისტ.
                            სტანდარტები და შედეგები:
ქართული ენის სტანდარტები:
  III.1.2 მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, სიტუაციურ თამაშებში, წარმართავს დიალოგებს სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან, მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.
  III.5.4 ამოიცნობს ილუსტრაციების ქვემოთ მოცემული წარწერების შინაარსს;
  III.5.6 ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
  III.9.3 მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;

ხელოვნების სტანდარტები:
  III.2.3 სხვადასხვა მასალით ქმნის მარტივ გამოსახულებებს, კომპოზიცი­ებს;
  III.3.5 გამოსახავს მარტივი გეომეტრიული ფორმებით აღძრულ ასოციაცი­ებს.
 
III.6.  მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
         მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი, ჯგუფის წევრი);
         დასმულ ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად ან მეწყვილესთან ერთად;
         ითხოვს დახმარებას და იჩენს სხვების დახმარების ინიციატივას.

მათემატიკის სტანდარტები:
 III.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გეომეტრიული ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ქმნის ამ ფიგურის     გრაფიკულ გამოსახულებას;
·         ირჩევს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს მოცემული გროვიდან და ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას;
·         ანაწევრებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას ან მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად.

         ისტის სტანდარტები:
         I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
         I.3.3 იყენებს ისტ- საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში

          ბუნების სტანდარტები:
         III.2.4  ლოკალურ გარემოში იკვლევს ორგანიზმების სხვადასხვა საბინადროს (მაგ., სორო, ბუდე, სახლი) და აღწერს მათი აგების თავისებურებებსა და დანიშნულებას.


პროექტის ფარგლებში შსრულებული სამუშაოების მოკლე აღწერა: 

Ø  ინტერნეტრესურსის გამოყენებით  მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ფუტკარზე, მის სარგებლიანობაზე,  დააჯგუფეს, დაახარისხეს და მოამზადეს საინფორმაციო ჟურნალები და ექტრონული სლაიდები.

Ø  გააკეთეს შედარებითი დახასიათება ძველებურ ჯარა სკასა და თანამედროვე ოთხკუთხა სკას შორის, ასევე შეადარეს ერთმანეთს ქართული და ამერიკული ფუტკრის ჯიშები.

Ø  გააკეთეს სკების მაკეტები და მოამზადეს აპლიკაცია სახელწოდებით „ფუტკრის კარმიდამო“.

Ø   გვქონდა გასვლითი აქტივობა მოსწავლეები ესტუმრნენ მეფუტკრეს. დაათვალიერეს სკები, მეფუტკრეს ჩამოართვეს ინტერვიუ,  მოისმინეს ინფორმაცია ფუტკრის მოვლასთან დაკავშირებით. გადაიღეს ვიდეო და ფოტოები.

Ø  პრეზენტაციისთვის მოაზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაურიგეს როგორც მოსწავლეებს ისე მასწავლებლებს და მოიწვიეს პროექტის პრეზენტაციაზე.

Ø  მოაწყეს პროექტის პრეზენტაცია.

 მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო იყო თითოეული აქტივობა, მაგრამ მათშორის ძალზედ შთამბეჭდავი იყო  აპლიკაციაზე მუშაობა  და მეფუტკრესთან სტუმრობა.  სკების დათვალიერების შემდეგ  გოგონებს გაუჩნდათ კითხვა: „შეიძლება თუ არა მეფუტკრე იყოს ქალი?“  და მე მოვიძიე ინფორმაცია მასზედ თუ როგორ უვლიდნენ ფუტკრებს ქალი მეფუტკრეები და გავაცანი მოსწავლეებს. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა დაასრულეს ვ.მ.გ. ცხრილის შევსება. აღმოჩნდა, რომ მათ უამრავი ინფორმაცია და სასწავლო მასალა დაუგროვდათ საკითხთან დაკავშირებით.

 პროექტზე მუშაობისას  მოსწავლეთა მუშაობის შესამოწმებლად და შსაფასებლად,ასევე საკუთარი მუშაობის შესაფასებლად  ვიყენებდი შეფასების რუბრიკებს:
Ø  მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის ეფექტურად მოძიებისა და დახარისხების შეფასების რუბრიკა;
Ø  მოსწავლეთა ჯგუფში მუშაობის შფასების რუბრიკა;
Ø  მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის წარმოდგენის შეფასების რუბრიკა;
Ø  მასწავლებლის მიერ საკუთარი მუშაობის შეფასების რუბრიკა.

 პროექტზე მუშაობამ საშუალება მომცა შემეცვალა სწავლების მეთოდების  ერთფეროვნება, გამომეყენებინა თანამედროვე სწავლების სხვადასხვა მეთოდები და აქტივობები, აქტიურად ჩამერთო სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიები, დავხმარებოდი მოსწავლეებს ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენაში,  გამეზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში,  საინტერესო, სახალისო, და შემოქმედებითი  გამეხადა სასწავლო პროცესი.





          


                    დამრიგებლის სამუშაო გეგმა
                                კლასი - მეოთხე


     თვე
              თემა


დამხმარე ლიტერატურა  და  რესურსი
   მიზანი
სავარაუდო აქტივობები
რიცხვი
                სექტემბერი
       
1) კლასში საორგანიზაციო საკითხების მოგვარება:

ü  გაკვეთილების ცხრილის გაცნობა;
ü  სასწავლო სახელმძღვანელოების გაცნობა;
ü  ქცევის წესების შემუშავება;
ü  მორიგეობის განრიგის შედგენა.



2) „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“
(პიროვნული და მორალური განვითარება)

გაკვეთილების ცხრილი;
სასწავლო სახელმძღვანელოები;
ფილფჩარტი, დაფა, მარკერი, ცარცი.









ხალხური ზღაპარი - „ამბავი ხელმწიფის შვილისა და გლეხის ქალისა“
თაბახის ფურცლები, ფერადი და უბრალო ფანქრები.

მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება ხელისშეწყობა სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზებისათვის







შეძლოს ტექსტში მოცემულ ამბავზე დაყრდნობით ადამიანისათვის ხელობის ქონის მნიშვნელობის გააზრება, შეძლოს სიუჟეტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნა.

მინი ლექცია;
კითხვა-პასუხი.










გონებრივი იერიში;
 ტექსტის მოსმენა;
ილუსტრაციის შექმნა.

               ოქტომბერი
1) „აქვთ თუ არა ცელქ მეგობრებს კარგი თვისებებიც“

(პიროვნული და მორალური განვითარება)







2) „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“

(პიროვნული და მორალური განვითარება)

3) „შემოდგომა ჩემს სოფელში“
(ბუნებაზე დაკვირვება, მოფრთხილება)







4) უფლებები და მოვალეობები
(პიროვნული და მორალური განვითარება)





5) ჰიგიენისა და სწორი  კვების მნიშვნელობა





6) მშობლებთან შეხვედრა


თენგიზ ჩალაურის ტექსტი „ხათაბალა“;

დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, საწერკალმები






საინფორმაციო ხასიათის ტექსტი „რა არის ბულინგი“, დაფა, ცარცი, მარკერი, ფილფჩარტი, ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=3-kpZexGCTY.

 მურმან ლებანიძის ლექსი „შემოდგომა“
თაბახის ფურცლები, უბრალო და ფერადი ფანქრები





ფილფჩარტი, მარკერი







საინფორმაციო ხასიათის სლაიდი;
ფილფჩარტი, მარკერი





შეხვედრის ჟურნალი

შეძლოს სამეტყველო სიტუაციაში ჩართვა, ტექსტის მოსმენა და პირად გამოცდილებასთან დაკავშირება;
შეძლოს ადამიანის კარგი და ცუდი თვისებების გამიჯვნა.
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

მოსწავლეებმა შეძლონ ბულინგის რაობის გაგება და მისი ნიშნების ამოცნობა, ნეგატიური შედეგების დანახვა

ბუნებაში მიმდინარე
მოვლენებზე დაკვირვება; შეძლონ საკუთარი ნანახისა და მოსმენილის მიხედვით ნახატის შექმნა



მოსწავლეებმა შეძლონ უფლებებისა და მოვალეობების გააზრება;
მოსწვლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება.


მოსწავლეებმა შეძლონ ჰიგიენისა და სწორი კვების მნიშვნელობის გააზრება; შეძლონ სასარგებლო რჩევების ჩამოყალიბება.

მშობელთათვის ინფორმაციის მიწოდება შვილების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ.

კითხვა-პასუხი; ტექსტის მოსმენა; თხზულების წერა









გონებრივი იერიში, სიტუაციური ტექსტების განხილვა; ვიდეოს ნახვა; შეჯამება-შეფასება


გონებრივი იერიში; ლექსის წაკითხვა;
ნახატის შექმნა







კითხვა პასუხი;
პოსტერის მომზადება.





სლაიდის ჩვენება; კითხვა პასუხი;
პოსტერის შექმნა



პირადი
ან
სატელეფონო საუბარი, ინდივიდუალური საუბარი


ნოემბერი
1) დროის ორგანიზება -
     დღის რეჟიმი





2) უხსოვარ დროში...
(როგორ მოიშინაურა ადამიანმა ცხოველები -  თვალსაწიერის გაფართოება)

3) ფანტაზია და რეალობა, ტყუილი და მართალი.






4) „ის კი არ არის ბიჭობა“






5) მშობლებთან შეხვედრა
ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობა „დროის ფასი“
თბახის ფურცლები, კალმები, დაფა, ცარცი



ჯურხა ნადირაძის მოთხრობა „ცხოველების მოშინაურების ამბავი“
თაბახის ფურცლები, კალმები, უბრალო და ფერადი ფანქრები.


ბარონი მიუნჰაუზენი -„თვალებიდან გადმოცვენილი ნაპერწკლები“,  „ყუმბარაზე მჯდომი მზვერავი“
ცხრილი -„ ფანტაზია თუ რეალობა“



იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „თავის გაწირვა მტრისათვის“





შეხვედრის ჟურნალი

დროის დაზოგვისა და დღის რეჟიმის მნიშვნელობის გააზრება



ცხოველებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების განვითარება;
პირადი გამოცდილების გააქტიურება.

მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტში არსებული ინფორმაციისა და დეტალების გამიჯვნა ფანტაზიისა და რეალობის მიხედვით.

მოსწავლემ შეძლოს სამეტყველო სიტუაციაში  ჩართვა;
ვაჟკაცისათვის დამახასიათებელი თვისებების გამოყოფა.

მშობელთათვის ინფორმაციის მიწოდება შვილების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის შესახებ.

საუბარი;
მოთხრობის მოსმენა;
კითხვა-პასუხი -
პერსონაჟთა თვისებების დაფიქსირება;
დღის რეჟიმის შემუშავება

ვარაუდების გამოთქმა;
ტექსტის წაკითხვა;
კითხვა - პასუხი;
თხზულების წერა.


კითხვა - პასუხი
ტექსტების მოსმენა;
ცხრილზე მუშაობა




გონებრივი იერიში;
ტექსტის მოსმენა;
კითხვა-პასუხი;
საკუთარი დამოკიდებულებისა და პირადი გამოცდილების დაფიქსირება.

პირადი
ან
სატელეფონო საუბარი


დეკემბერი
1) როგორ შევიტანოთ წვლილი გლობალური დათბობის შეჩერებასა და გარემოს დაცვაში?
(ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება)












2) ხანძარი - რა უნდა ვიცოდეთ ხანძრის დროს რომ ვიყოთ დაცული.
(ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება)





3) ვირუსული ინფექციები - „გრიპი და მისგან თავის დაცვა“







4) ახალი წელი და ჩემი საახალწლო სურვილები



5)მშობლებთან შეხვედრა

საინფორმაციო ტექსტი -„ რა არის და რა იწვევს გლობალურ დათბობას“;
ელექტრონული რესურსები - http//www.bbc.com/weather/

Kids for saving erath, http://www.kidsforsavingearth.org/

მოსწავლის სამუშაო ფურცლები;
 სხვა სასწავლო მასალა.







საინფორმაციო ტექსტი ხანძარზე

სხვადასხვა ტექნიკური რესურსები და სასწავლო მასალა





საინფორმაციო ტექსტი „გრიპი“ (kargi skola.ge)
ტესტური სავარჯიშო მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით





თაბახის ფურცლები, უბრალო და ფერადი ფანქრები, ფერადი ქაღალდები,საწაერ კალამი.


მოსწავეთა  პირველი სემესტრის განმავითარებელი კომენტარები
მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მიღება როგორც ბეჭდური ისე ელექტრონული წყაროებიდან; შეძლონ გლობალური დათბობის შემცირებისათვის აქტივობების დემონსტრირება.








შეძლოს ხანძრის მომასწავლებელი ნიშნების ამოცნობა;
შეძლოს ხანძრის გაჩენამდე, მის დროს და შემდეგ მოქმედებების დემონსტრირება


მმოსწავლემ შეძლოს:  გრიპის გამომწვევი მიზეზის დაფიქსირება;
გრიპის სინდრომის ამოცნობა;
გრიპისგან თავის დაცვა;
გრიპის დროს საჭირო ქმედებების ჩამოთვლა.

წინა საახალწლო განწყობილების შექმნა



მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა




ვარაუდების გამოთქმა;
საინფორმაციო ტექსტის მოსმენა;
ელექტრონული წყაროს გამოყენებით სხვადასხვა წლეების ამინდის შედარება;
ვარუდების გამოთქმა: რა მოჰყვება ყინულის დნობას?;
ელექტრონული რესურსი
გლობალური დათბობის ბორბალი;
ძირითადი რეკომენდაციები და წესები, რომლითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ გლობალური დათბობის შეჩერებაში.

წინარე ცოდნის გააქტიურება - გონებრივი იერიში; ინფორმაციული ხასიათის ტექსტის მოსმენა; კითხვა-პასუხი; სიტუაციური თამაშები.



გონებრივი იერიში;
ტექსტის წაკითხვა;
სავარჯიშოებზე მუშაობა;
შეჯამება.





კითხვა - პასუხი; საუბარი; საახალწლო ბარათების მომზადება.


ინდივიდუალური საუბარი თითოეული მოსწავლის მშობელთან და განმავითარებელი კკომენტარების გაცნობა.

იანვარი
1)  ჯანსაღი ცხოვრების წესი - სპორტის მნიშვნელობა.







2) გაცნობა მისალმებით იწყება
საპრეზენტაციო სლაიდი - „რაში გვეხმარება სპორტი?“
კომპიუტერი, პროექტორი.






თაბახის ფურცლეები, კალმები
მოსწავლემ შეძლოს ჯანმრთელობისათვის სპორტის მნიშვნელობის გააზრება.





მოსწავლემ შეძლოს გაცნობითი ხასიათის მინი დიალოგების შედგენა; შეძლოს  მისალმებისა და თავაზიანი  მიმართვის ფორმების მნიშვნელობის გააზრება, სოციუმში ქცევის წესებისა და კულტურის ჩამოყალიბება.

გონებრივი იერიში - „სპორტი მხოლოდ გართობაა?“
სლაიდის ჩვენება;
კითხვა-პასუხი;
თხზულების წერა „ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა“.

კითხვა-პასუხი;
მინი დიალოგებზე მუშაობა (შექმნა).
დიალოგებში გამოყენებული  თავაზიანი მიმართვის ფორმების გამოყოფა;
შეჯამება.




თებერვალი



1) მეგობრობის ძალა ერთობაშია








2) „ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო“












3) მიწისძვრა











4) „ზამთარი ჩემს სოფელში“



სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ძალა ერთობისა“
თაბახის ფურცლები, კალმები






ეზოპეს იგავი „მგელი, მგელი“
ანდაზა - „თავის გატეხა სჯობია სახელის გატეხასაო“;
თაბახის ფურცლები, უბრალო და ფერადი ფანქრები









ინფორმაციული ხასიათის ტექსტი - რა არის მიწისძვრა? რა უნდა განვსაზღვროთ მიწისძვრამდე, როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს და მის შემდეგ.







თაბახის ფურცლები, უბრალო და ფერადი ფანქრები, კალმები




შეძლოს  იგავის მოსმენა, დედააზრის ამოცნობა;
შეძლოს დედააზრის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება; შეძლოს თხზულების წერა „ერთად ძლიერები  და წარმატებულები ვართ“

მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მოსმენა; დედააზრის დაფიქსირება;
ანდაზის გაანალიზება;
ეპიზოდის მიხედვით ილუსტრაციის შექმნა.








მოსწავლემ შეძლოს მიწისძვრისას საფრთხის ამოცნობა;
მიწისძვრის გაჩენამდე, მის დროს და შემდეგ მოქმედების წესების დემონსტრირება.





წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე საუბარი; ბუნების სურათის აღწერა; შთაბეჭდილებების გადმოცემა ნახატით და სიტყვიერად.




კითხვა-პასუხი;
ტექსტის მოსმენა;
კითხვები ტეკსტის გააზრებასთან დაკავშირებით;
საუბარი პირადი გამოცდილებიდან;
თხზულების წერა.

გონებრივი იერიში - განმარტეთ ფრაზა: „ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო“;
ტექსტის მოსმენა;
საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება წაკიტხულის მიმართ;
ანდაზის ანალიზი;
ეპიზოდის ხატვა, პრეზენტაცია.

საუბარი, ინფორმაციის მიწოდება მიწისძვრასთან დაკავშირებით, ქცევის წესების გაცნობა;
ჯგუფების მიერ პოსტერის შედგენა: მიწისძვრამდე, მის დროს და შემდეგ,
განგაში და მიწისძვრის დროს ქცევის წესების დემონსტრირება, ევაკუაცია.


საუბარი; თხზულების შექმნა და თხზულების მიხედვით ნახატის შექმნა; ნამუშევრების პრეზენტაცია

მარტი






















1) ვისწავლოთ ტექსტის გააზრება




2) მწვანე საფარის მნისვნელობა დედამიწაზე








3) წყალდიდობა - რა იწვევს წყალდიდობას,











4) შეხვედრა მოსწავლეთა მშობლებთან
საინფორმაციო ხასიათის ტექსტი - „ცხოვრება აფრიკაში“
სავარჯიშოები ტექსტის გააზრებისათვის

სლაიდი „მწვანე საფარი“
„ხერხი სჯობია ღონესა“ - ნაწყვეტი    (ლიტერატურის მოპოვების წყარო  http://mastsavlebeli.ge/?p=13861)





საინფორმაციო ხასიათის ტექსტი - წყალდიდდობა.
ინტერნეტრესურსი - წყალდიდობა ბათუმში.










შეხვედრის ჟურნალი

ტექსტის გაგება/გააზრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება


მოსწავლეებმა შეძლონ მცენარის მნიშვნელობის გააზრება; პირადი გამოცდილების გააქტიურებე; ტყეების გაჩეხვით გამოწვეულ საფრთხეების დაფიქსირება,


მოსწავლემ შეძლოს: წყალდიდობის გაჩენის რისკფაქტორების ამოცნობა;
მშვიდი და ორგანიზებული ევაკუაცია;
უსაფრთხო ადგილის პოვნა;
მაშველის ყურადღების მიქცევა






მშობელთათვის ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების, გაცდენებისა და ყოფაქცევის შესახებ.
ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა; სავარჯიშოებზე მუშაობა; ნამუშევართა შემოწმება/ანალიზი

გონებრივი იერიში;
სლაიდის ჩვენება;
„ხერხი სჯობია ღონესა“ - ტექსტის წაკითხვა;
კითხვა-პასუხი;
პირად გამოცდილებაზე საუბარი;
შეჯამება.

ვარაუდების გამოთქმა;
ინფორმაციის მოსმენა
ინტერნეტ რესურსის ნახვა
რატომ ხდება წყალდიდობა?
რა არის წყალმოვარდანა;
ვის მივმართოდ წყალდიდობის დროს;
როგორ მივიქციოთ მაშველის ყურადღება;
პოსტერის შექმნაზე მუშაობა და პრეზენტაცია


ინდივიდუალური საუბრები


აპრილი
1)  „ვიცნობ თუ არა საკუთარ თავს“



2) „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“




3) „ო, ენავ, ჩემო დედაო ენავ!“







4) მსოფლიოს შვიდი საოცრება





5) მშობლებთან შეხვედრა
თვითშეფასების კითხვარი 



სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები: „ენით დაკოდილი“; „უტკბესი და უმწარესი“



ლიტერატურული ნაწარმოებები დედაენასთან დაკავშირებით,






ინფორმაციული ტექსტი; ელექტრონული პრეზენტაცია;
მსოფლიოს_შვიდი_საოცრება


შეხვედრის ჟურნალი

მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარ თვისებებზე დაკვირვება,

მოსწავლეებმა შეძლონ იგავ-არაკების მოსმენა, დედააზრის ამოცნობა; ტკბილი სიტყვის არსის გაგება; როლურ თამაშში ჩართვა.
მშობლიური ენისადმი სიყვარულის გრძნობის ჩამოყალიბება, ადამიანისათვის  მშობლიური ენის მნიშვნელობის ცოდნა/გაგება

მოსწავლეებმა შეძლონ თვალსაწიერის გაფართოება, დაფიქრება ადამიანის უსასრულო შესაძლებლობებზე

მშობელთათვის ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების, გაცდენებისა და ყოფაქცევის შესახებ.

საუბარი, თვითშეფასების კითხვარის შევსება.


თემის გაცნობა და თემასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა;
ტექსტების მოსმენა;
კითხვა-პასუხი;
ინსცენირების მოწყობა.
საუბარი;
ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა;
ნასწავლი ლექსების გახსენება და მხატვრული კითხვა;
შეჯამება/შეფასება

საუბარი; ინფორმაციის მოსმენა; ელ. პრეზენტაციის ნახვა; შეჯამება.



ინდივიდუალური საუბრები


მაისი

1) ჩემი თვალით დანახული თანამედროვე მიღწევები



2) გმირი წინაპრები






3) „მამული, ენა,  სარწმუნეობა“




4) ჩემი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები





მშობლებთან შეხვედრა

კომპიუტერი, თაბახის ფურცლები,  უბრალო და ფერადი ფანქრები, ელ. სლაიდი (ინფორმაციითა და ფოტომასალით)

თევდორეს გმირობა - ი. გოგებაშვილის;





სამშობლოს თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები



კომპიუტერი, ტაძრების, ეკლესია მონასტრების, მუზეუმების, მღვიმეების  და ა.შ. ფოტომასალა



შეხვედრის ჟურნალი
მოსწავლეებმა შეძლონ თანამედროვე მიღწევებზე დაკვირვება და საუბარი.


მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მოსმენა, გააზრება; მსჯელობის უნარის განვითარება; მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება.

მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულისა და პათივისცემის გრძნობის გაღვივება.

მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულისა და პათივისცემის გრძნობის გაღვივება.

მშობელთათვის ინფორმაციის მიწოდება.



საუბარი; სლაიდის ნახვა, ილუსტრაციის შექმნა.



საუბარი; ტექსტის მოსმენა; კითხვა- პასუხი ტექსტის გააზრებისთვის; პერსონაჟის საქციელის შეფასება.


გონებრივი იერიში; საუბარი;  მხატვრული კითხვა.


კითხვა-პასუხი;
ფოტომასალის ნახვა, ინფორმაციის მოსმენა, საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი.

ინდივიდუალური საუბარი


ივნისი
1) როგორ გავაცნო უცხოელ სტუმარს ჩემი კუთხე - ელ. სლაიდების მომზადება








2) ჩემი კუთხე
(წინა თემის გაგრძელება)


3) მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა
კომპიუტერი










პროექტორი, კომპიუტერი, ელ. სლაიდები


წლიური განმავითარებელი კომენტარები
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.









პრეზენტაციის უნარის განვითარება


მოსწავლეთა და საერთოდ კლასის მიღწევების გაცნობა

კითხვა-პასუხი; სამუშაოს დაგეგმარება; ფოტომასალისა დაინფორმაციის მოგროვება, (თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი, მუზეუმები, გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი, ქართული სამზარეულო და ა.შ.)  სლაიდებზე მუშაობა.

მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს.


საუბრები, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.




                          











           







Комментариев нет:

Отправить комментарий